საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 6375

ფაქტი 6375

1917 წლის 13 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N14 (რედაქტორი კატო მიქელაძე) სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თბილისის აღმასრულებლი კომიტეტის დადგენილებით აკრძალულია კლუბი, რესტორნები, სასადილოები, „ფინჯანი ჩაი“, ყავახანები და სხვა ღამის პირველი საათის მერე მუშაობდეს. აკრძალულია კლუბებში, რესტორნებში, სასტუმროებსა თუ კერძო ბინებში ბანქოსა და ლოტოს თამაში. დადგენილების დამრღვევნი პასუხისგებაში იქნებიან მიცემულნი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 6375; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .