საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7102

ფაქტი 7102

1917 წელს კავკასიის არმიის მთავარსარდალმა, გენერალმა პრჟევალსკიმ სახელმწიფო სათათბიროს წევრ კარაულოვს დეპეშა გაუგზავნა, რომელშიც წერდა, რომ კორნილოვის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა და საქმე დახურულად ვერ გაირჩეოდა. თავისი ცნობები კარაულოვს შეეძლო, გადაეცა საგამოძიებო კომისიისთვის, ანუ დროებითი მთავრობისთვის. პრჟევალსკის აზრით, გაუგებარია მისი მოწოდება თერგის ყაზახებისადმი. კორნილოვის საქმის მასალების გადმოცემით მან შეარცხვინა მინისტრთა თავმჯდომარისა და უმაღლესი მთავარსარდლის მოწოდება, რითაც შეაქვს არეულობა ჯარსა და მაცხოვრებლებში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7102; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .