საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7143

ფაქტი 7143

1920 წლის 21 ივნისის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, ქართული ენა მე-5 და მე-4 კლასებში არ იყო გავლილი, რადგან მხოლოდ მეორე წელი ისწავლებოდა და მოწაფეებს 1 წლის სუსტი მომზადება ჰქონდათ. გარდა ამისა, მასწავლებელი ამ კლასებს გაკვეთილებს უტარებდა მხოლოდ თვე ნახევარი და ასე მოკლე დროში ვერ გაივლიდა იმ პროგრამას, რომელიც გაცდენილი გაკვეთილების სანაცვლოდ მისმა წინამორბედებმა არ ჩაატარეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7143; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .