საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7171

ფაქტი 7171

1920 წლის 21 ივნისის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს მე-2 კლასში ისტორიის კურსი გავლილი იყო. მ. გ. გეორგაძე, რომელიც ამ კლასს ასწავლიდა ისტორიას, საჭიროდ თვლიდა საქართველოს ისტორიის სწავლებას სომხურ ენაზე, რადგან ბავშვებმა სუსტად იცოდნენ როგორც რუსული, ისე ქართული ენები. ამას მოითხოვდა სკოლის გაეროვნულების ინტერესები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7171; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .