საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7212

ფაქტი 7212

1919 წლის 8 სექტემბრის „ვოლნი გორეცმა“ №1 საკუთარ კორესპონდენტ ვ. ლავროვიჩზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ინფორმაცია ჩეჩნეთიდან: კავკასიელ მთიელთა შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი ჩეჩენთა ტომის დიდი ნაწილი მოხალისეთა არმიის („დობროარმიის“) ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. დენიკინისაგან მიღებული მანდატით ჩეჩნეთს არტილერიის გენერალი ერისხან ალიევი მართავდა, რომელიც „მამობრივ“ მეურვეობას „არ იშურებდა“ მოსახლეობისთვის.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7212; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .