საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7217

ფაქტი 7217

1919 წლის 8 სექტემბრის „ვოლნი გორეცმა“ №1 კავკასიის ახლო წარსულიდან ისტორიული ხასიათის ცნობები გამოაქვეყნა. წერილის ავტორის, აჰმედ ცალიგოვის (ხელს აწერს Ах.)აზრით, „შავჩექმებიან“ დამპყრობელ გენერლებთან მებრძოლ კავკასიელ მთიელებს გასამხნევებლად და მისაბაძად განსაკუთრებით სჭირდებოდათ ისტორიული გამოცდილების მქონე წინაპართა გმირობის მაგალითებისა და გონივრული ნაბიჯების გახსენება. ამ მხრივ, მას სანიმუშოდ მიაჩნდა 1861 წლის 13 ივლისს „ჩერქეზთა თავისუფლების დიდი მეჯლისის“ შექმნის ფაქტი. სტატიაში მიმოხილული იყო მეჯლისის მიერ გაწეული საქმიანობა დაუმორჩილებელ კავკასიელ მთიელთა თავისუფლების გადასარჩენად; აღნიშნული იყო მისთვის რუსეთისგან მიყენებული მორალური დარტყმაც: როგორ გადაწვა მეჯლისის შენობა სოჭთან გადმოსხმულმა გენერალ კოლუბაკინის დესანტმა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7217; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .