საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7482

ფაქტი 7482

1917 წლის 20 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 31 რედაქტორმა კატო მიქელაძემ გამოაქვეყნა პუბლიკაცია „ორი მთავარი საკითხი“. ავტორი სტატიაში განიხილავს მთავრობისგან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც ქალებს სრული პოლიტიკური და მოქალაქეობრივი უფლება მიანიჭა სიტყვით, ხოლო სარწმუნოებრივ საკითხში გამოსცა კანონი, რომ თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ მცირეწლოვანი შვილის სარწმუნოების თაობაზე, მამის ხმა იქნება გადამწყვეტი. მეორე საკითხია მიწის შესახებ, რომელიც მთავრობისგან უნდა გადაეცეს გლეხებს, თუმცა არაფერია ნათქვამი გლეხის ქალებზე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7482; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .