საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7520

ფაქტი 7520

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N32 დაიბეჭდა ალექსანდრა გუნიას წერილი რედაქტორის მიმართ, რომელმაც გამოგზავნა დ. სუჯუნში გაზეთის სასარგებლოდ ქალების მიერ შეგროვებული ფული – 110 მან. 10 კაპ., დ. სუჯუნის ორკლასიანი სასწავლებლის მოწაფეების მიერ შეგროვებული ფული – 116 მან. 40 კაპ. და შემომწირველთა სია: ივანე, ლევანტი, მიხა, ქეთევან, დესპინა, ვარდიკო, კატო, ფედოსია, სევერიანე და მარო ნოდიები, კეკელა და იოსებ კუჭუხიძეები, ამბაკო ბარაბაძე, კაკო გუგულავა, ონისიმე ესაკია, სანდრო ჭანტურია, ვარდიკო ხოშტარია, ალექსანდრა გუნია, ნიკიფორე საბაშვილი, კუკულა მიხაილიშვილი, მატრონა დანელია, ვალენტინა ხონელიძე, მატრონა და კატო მიმინოშვილები, ანეტა და სოლომონ მატკავები და გრიგორი გვაზავა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7520; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .