საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7809

ფაქტი 7809

1920 წლის 12 ივლისს, საღამოს 5 საათზე, პირვ. სასურსათო საწყობის ეზოში მომხდარმა შემთხვევამ იმსხვერპლა მუშები. საწყობის გამგე ანდრო რამიშვილს იქ ჰყოლია ცხოველები. მეჯინიბეებს ევალებოდათ მათი მოვლა და ყველაფრისთვის მათ აზღვევინებდა. რამიშვილის გოჭი ჩავარდნილა ფეხსალაგში, მის გადასარჩენად ჩასულან მუშები _ სოსო არუთინოვი და გიორგი ჩიტაძე. არუთინოვი შიგ ჩაიხრჩო, მიეშველა დავით ავალიშვილი და მასაც იგივე ბედი ეწია, ყვირილზე მიეშველნენ პეტრე იორდანიშვილი და თეოფილე გამცემლიძე, რომლებიც ცოცხალ-მკვდრები ამოიყვანეს. ამ შემთხვევის გამო განახლებულ ლითონზე მომუშავეთა კავშირის გამგეობა იმედოვნებს, რომ რამიშვილს და მის დამქაშებს პასუხისგებაში მისცემენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7809; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .