საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 8015

ფაქტი 8015

1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N9 კატო მიქელაძემ გამოაქვეყნა კრისტაბელ პანკჰერსტის „საზარელი მტარვალობა (რას ფიქრობენ ქალები)“, ბოლო ნაწილი, რომელიც 1914 წელს დაიბეჭდა „ქალთა პრესსაში“. პუბლიკაციაში ავტორი წერს, რომ მამაკაცთა აზრით, ქალები პოლიტიკურ თავისუფლებას ითხოვენ სქესობრივი თავისუფლების გამო. სუფრაჟისტებს კი მიაჩნიათ, რომ ქალები საარჩევნო ხმის მიღების შემთხვევაში უფრო მეტს გააპროტესტებენ სქესობრივ უთანასწორობას, რათა სქესი არ გადაიქცეს სათამაშოდ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 8015; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .