საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 8254

ფაქტი 8254

1920 წლის 14 ივლისს „ერთობაში“ დაიბეჭდა ბორჯომ-პარკის მემანგარე მგალობლიშვილის რედაქციისადმი გაგზავნილი წერილი იმის შესახებ, რომ იგი მემანგარეთა საგანგებო კომიტეტის დადგენილებით, თანამდებობიდან კომისიისადმი მიყენებული შეურაცხყოფის გამო გაათავისუფლეს. მისი აზრით, ეს ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მან რკინიგზის უფროს ა. კანდელაკს მუქარისა და გამოუძიებლად მისი სამსახურიდან გათავისუფლების გამო პასუხი მოსთხოვა, საქმის გამოძიება კი გზათა სამინისტროს სთხოვა.

წელი:
1920
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ერთობა, 1920 | 14 ივლისი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 8254; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .