საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 8532

ფაქტი 8532

1918 წლის 1-ელ ნოემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის ქალთა მეექვსე გიმნაზიის დირექტორს მთავარგამგის მიმდინარე წლის 29 ოქტომბრის N67 ბრძანების თანახმად აცნობა, რომ 1-ლი ნოემბრიდან ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის მასწავლებლის თანამდებობის აღმასრულებლად კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძე დანიშნეს. ხელს აწერენ კანცელარიის დირექტორი ალ. მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი მაქსიმე დავითის ძე ბერძენიშვილი (ბერძნიშვილი).


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 8532; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .