საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 8639

ფაქტი 8639

1919 წლის 16 იანვარს საშუალო სასწავლებლის მთავარგამგემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ გასული წლის 1-ლი დეკემბრიდან საქართველოს ისტორიის მასწავლებლად უფროს კლასებში მიიწვიეს პირველი კომერციული სასწავლებლის მასწავლებელი იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე, რომელსაც მინდობილი ჰქონდა ექვსი გაკვეთილი: მე-4 კლასში ორი გაკვეთილი, მე-7 კლასში – 2, მე-8 კლასში – 2. მთავარგამგემ სამინისტროს სთხოვა აბულაძე თანამდებობაზე დაემტკიცებინა. ხელს აწერენ გიმნაზიის გამგე ილია ალექსანდრეს ძე ჯიშკარიანი და საქმისმწარმოებელი ივ. მხეიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 8639; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .