საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 8993

ფაქტი 8993

1917 წლის 6 ნოემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 29 დაიბეჭდა ექიმ მ. ი. პაკროვსკაიას სტატია „ჯანსაღი ჩვეულების განვითარება“, რომელშიც ავტორი ამბობს, რომ მოზარდი თაობის ფიზიკური აღზრდის საკითხი აინტერესებდათ გამოჩენილ ადამიანებს და მაგალითად მოჰყავს რუსოს „ემილის აღზრდა“. გუიოს აზრით, აღზრდის მიზანი უნდა იყოს ბავშვში ადამიანური თვისებების განვითარება. მისთვის აღზრდაში უმთავრესია ასევე ჩვეულება, რომელიც ცხოვრების წესის საძირკველია.

წელი:
1917
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
ხმა ქართველი ქალისა, 1917 | 6 ნოემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 8993; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .