1918 წლის 17 მარტს ტრაპიზონში გაიმართა ამიერკავკასიის სამშვიდობო სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი და განიხილებოდა ტერიტორიული საკითხები. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა აკაკი ჩხენკელი და ამცნო მონაწილეებს ახალი განსაკუთრებული უფლებამოსილებების შესახებ, რომლებიც გააჩნია ამიერკავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელს. შედგა ოქმი რომელსაც ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი, საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი და მდივანი გრ. ვეშაპიძე.

წყარო: ტრაპიზონის კონფერენციაზე მყოფი ამიერკავკასიის სამშვიდობო დელეგაციის სხდომის ოქმი | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი