საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 9290

ფაქტი 9290

რეიხსტაგის მთავარ კომისიაში სტატს-სეკრეტარმა, ფონ-პიხტცემ განაცხადა, რომ ბულგარეთი მეტად რთულ მდგომარეობაშია ვარდარსა და ცინის შუა. ფრონტიდან მოსული ცნობებიდან ჩანს, რომ მთავრობის თავმჯდომარის, მალინოვსკის წინაშე საქმის ვითარება ცუდად იყო მოხსენიებული. ბულგარეთის დელეგაცია ოთხშაბათ საღამოს უნდა გამგზავრებულიყო სალონიკში. როგორც ჩანს, საზავო წინადადება მთავრობის, მეფის და პარლამენტის თანხმობით იქნა წარდგენილი.

წელი:
1918
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ბულგარეთის საზავო წინადადება

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 9290; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .