საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 9372

ფაქტი 9372

1920 წლის 25 ივლისის „ერთობა“ აქვეყნებს ნეკროლოგს შალიკო (კოხტა) გიგინეიშვილის შესახებ, რომელმავ ორი წელი გაატარა ტყვეობაში, გერმანიაში. რევოლუციის შედეგად განთავისუფლებულ სამშობლოში ჩამოსვლის შემდეგ დანიშნეს ქართული ლაშქრის 1-ელ ქვეითთა რაზმის ტყვიისმფრქვეველთა გუნდში. იბრძოდა ახალქალაქის მაზრაში, სომხებთან ომის დროს და ფოცხოვის ბრბოებთან შეტაკების დროს (1918-19 წლებში); მეოთხე ათასეულთან ერთად 8 თვე გაგრის ფრონტზე იბრძოდა დენიკინის წინააღმდეგ, შემდეგ გაგზავნეს აჭარაში. 1-ელ ივლისს მან 26 კაცით რამდენჯერმე მოიგერია მტერი, მაგრამ საბოლოოდ მოკლეს.

წელი:
1920
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
გარდაცვალება
წყარო:
ერთობა, 1920 | 25 ივლისი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 9372; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .