საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 9557

ფაქტი 9557

1920 წლის 15 თებერვლის ჟურნალ „ვაზი და ღვინოში“ გ. ა. წინამძღვრიშვილი წერს, რომ ვაზის მოსაწამლი საშუალებები, რომელიც მხოლოდ უცხოეთიდან (ინგლისი, საფრანგეთი, იტალია) შემოდიოდა, ძალიან გაძვირდა. ომის გამო დაიკეტა სტამბოლის გზა და თითქმის შეუძლებელი გახდა მათი უცხოეთიდან მიღება, ამიტომ დამზადება დაიწყეს შინაურ (რუსეთის) ბაზარზე, რაც ხშირად უვარგისი მასალა იყო, თანაც ძალიან ძვირი. ამის გამო ვენახები შეუწამლავი რჩებოდა და ქართველ მევენახეებს დიდ ზარალს აყენებდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 9557; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .