საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 9560

ფაქტი 9560

1919 წლის დეკემბრის ბოლოს მთავრობამ უცხოეთში გასატან ღვინოზე  დიდი გადასახადი დააწესა. მეღვინე-მევენახეთა ყრილობის საბჭომ იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილის, ი. დ. ფორაქაშვილის, გ. ა. ყიფიანის, ვასილ ილიას რცხილაძის, ლ. ა. გოგნიაშვილის და სოლომონ ჩოლოყაშვილის შემადგენლობით იშუამდგომლეს ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკთან. მინისტრმა მთავრობას წარუდგინა მოხსენება საბაჟო გადასახადის მოხსნის თაობაზე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 9560; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .