1918 წელს ტრაპიზონის კონფერენციაზე ამიერკავკასიის დელეგაციამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ასრულებს საერთაშორისო სამართლის ყველა მოთხოვნას. აწარმოებს მოლაპარაკებას რუსეთ-თურქეთის ომის შედეგების ლიკვიდაციისა და თურქეთთან მტკიცე მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით. იმავდროულად გადაცემული იქნა ინფორმაცია ამიერკავკასიაში მმართველობის ფორმისა და ტერიტორიების შესახებ. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

წყარო: ამიერკავკასიის სეიმის დელეგაციის მეთაურის აკაკი ჩხენკელის მოხსენება ტრაპიზონში თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების მიმდინარეობისა და მისი შეწყვეტის მიზეზების შესახებ | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი