საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 9955

ფაქტი 9955

1920 წლის 17 თებერვალს ფოთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა განათლების სამინისტროში უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს 1920 წლის 16 იანვრის N460 მინაწერის პასუხად მისწერა, რომ კვლავ შუამდგომლობდა კლავდია კონსტანტინეს ასულ ალექსეევას (N913, 1919 წლის 4 დეკემბერი), რათა იგი გიმნაზიის პარალელური (რუსული) კლასების ისტორიის მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაემტკიცებინათ. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი და საქმისმწარმოებელი ა. დობორჯგინიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 9955; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .