რეგისტრირებული ფაქტები71888
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1805
ტიპი: თანამდებობა
1805 წელს იოვანე გიორგის ძე სორმაგაძე ცხრუკვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 12 იანვარს ცხრუკვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ ივანეს ძე წერეთელი გარდაიცვალა.
1854
ტიპი: თანამდებობა
1854 წელს იოვანე გიორგის ძე სორმაგაძე ცხრუკვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1858
ტიპი: თანამდებობა
1858-1914 წლებში ნიკოლოზ ივანეს ძე წერეთელი ცხრუკვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914-17 წლებში იოსებ ნიკოლოზის ძე წერეთელი ცხრუკვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1953
ტიპი: გარდაცვალება
1953 წლის 4 დეკემბერს ცხრუკვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იოსებ ნიკოლოზის ძე წერეთელი გარდაიცვალა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წლის 25 აგვისტოს მიწათმოქმედების მინისტრი ერმოლოვი პეტერბურგიდან კავკასიაში დაბრუნდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 14 აგვისტოს თბილისის გუბერნიის სახელმწიფო ქონებათა გამგე ი. ს. ბეკი ბორჩალოში ჩავიდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 15 აგვისტოს თბილისში დაბრუნდნენ მთავარმმართებლის თანაშემწე გენერალი ალექსანდრე ფრეზე და თბილისის გუბერნატორი ივანე სვეჩინი.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს თბილისის საგუბერნიო ვეტერინარი სინიავსკი კავკასიის სავეტერინარო ნაწილის გამგის თანაშემწედ დაინიშნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 20 აგვისტოს ჩრდილოეთ კავკასიიდან თბილისში დაბრუნდა კავკასიის საინტენდანტო მმართველობის უფროსი გენერალ-ლეიტენანტი ტარანოვსკი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მიწათმოქმედების სამინისტრის სასოფლო-სამეურნეო ლაბორატორიამ თბილისის გუბერნატორს გაუგზავნა მინდვრის თაგვების გასაწყვეტი წამალი, ე. წ. მერეჟკოვის სითხე, გუბერნატორმა კი – ბორჩალოს მაზრის უფროსს, სადაც აგრონომი ს. მ. ზავაროვი იყო გაგზავნილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს საბაჟო უწყებამ გადაწყვიტა იმ შენობის შესყიდვა, რომელშიც იყო თბილისის საბაჟო დაწესებულება და რომელიც ალექსანდრე მანთაშევს ეკუთვნოდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 აგვისტოს დიმიტრი არაყიშვილი თელავში ჩავიდა ფონოგრაფით კახური სიმღერების შესაკრებად. ქიზიყსა და ქართლში მან 40-მდე სიმღერა ჩაწერა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ელისაბედ ჩერქეზიშვილი და ზაალ მაჩაბელი ცხინვალის დასის დამხმარე მსახიობები იყვნენ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 6 ივლისს შაქრო გომელაურის თაოსნობით მარტყოფის ბიბლიოთეკის დასახმარებლად ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა „ორი გმირი“ წარმოადგინეს.