ნასამართლეობა [ 1912 წელი ]
-
1912 წელს ს. კაპანაძე თბილისის საგუბერნიო ციხის ტუსაღი იყო
-
1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატის მიერ სამუდამოდ გადასახლებული კოწია ნარაკიძე ირკუტსკის ციხიდან გაათავისუფლეს და მახლობელ სოფელში დაასახლ...
-
1912 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამხედრო საოლქო სასამართლომ ალექსანდრე ოთარიშვილის ჩამოხრჩობის გადაწყვეტილება მიიღო.
-
1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატამ კოწია ნარაკიძე სამუდამოდ გადაასახლა.
-
1912 წლის ოქტომბერში ი. ჩიქვილაძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.
-
1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატამ ქსენოფონტე მიქაუტაძე სამუდამოდ გადაასახლა.
-
1912 წლის 19 სექტემბერს ყოფილი მასწავლებელი ემელიანე ლომთათიძე დააპატიმრეს.
-
1912 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მეორე სათათბიროს ყოფილ დეპუტატს, ირაკლი წერეთელს, კატორღის ვადა შეუსრულდა.
-
1912 წელს თბილისის სამოსამართლო პალატის სესიამ ფარნაოზ ჯიქიას 17-წლიანი კატორღა მიუსაჯა.
-
1912 წლის 28 ოქტომბერს 4 წლით კატორღამისჯილი სერგო ახვლედიანი საგუბერნიო სატუსაღოდან ირკუტსკის გუბერნიაში გაგზავნეს. სასჯელის გათავების შემდეგ ის საცხოვრებლად ციმბირში უნდა გაეშვათ...
-
1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატის სესიამ ნოე ჩაჩავას 6- წლიანი კატორღა მიუსაჯა.
-
1912 წლის 30 სექტემბერს გ. ბარაბაძე, მ. კვარაცხელია და მ. მანუკოვი ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან ხარკოვის საკატორღო ციხეში გადაიყვანეს.
-
1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატის სესიამ ნოე ჩაჩავა და ფარნაოზ ჯიქია გაგრიდან ქუთაისის საპატიმროში გადაიყვანა.
-
1912 წლის 30 სექტემბერს პოლიტიკური ტუსაღი ფარქოსაძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან ირკუტსკის საპატიმროში გაგზავნეს. მას თბილისის სამოსამართლო პალატის მიერ სამუდამო გადასახლება ჰქო...
-
1912 წლის 30 სექტემბერს ბ. გამსახურდია, სილიბისტრო ბოჭორიშვილი და ი. გაჩეჩილაძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან ხარკოვის საკატორღო ციხეში გადაიყვანეს.
-
1912 წლის 30 სექტემბერს კ. კიკნაძე, ე. ნაცვლიშვილი, ანჩაბაძე და ისაკაძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან ხარკოვის საკატორღო ციხეში გადაიყვანეს.
-
1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატამ მიხეილ კაკულია სამუდამოდ გადაასახლა.
-
1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სვირის ყოფილი მამასახლისი, ს. კაპანაძე თბილისის საგუბერნიო ციხიდან ათასი მანეთის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
-
1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ევგენი დვალი საგუბერნიო ციხის პატიმარი იყო.
-
1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მიხეილ კაკულია ირკუტსკის ციხიდან გაათავისუფლეს და მახლობელ სოფელში დაასახლეს.
-
1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ოლქის სასამართლომ ტუსაღ ბჟალავას დაჭრაში ბრალდებული ჩერნენკო გაამართლა.
-
1912 წლის 8 ოქტომბერს ქუთაისის საოლქო სასამართლომ ცუცუნია ღოღობერიძის საქმე გაარჩია და ბრალდებული გაამართლა.
-
1912 წლის 8 ოქტომბერს ქუთაისის საოლქო სასამართლომ აპოლონ ანდღულაძის საქმე გაარჩია და ბრალდებულს 6-წლიანი კატორღა გადაუწყვიტა.
-
1912 წლის 3-4 ოქტომბერს ქუთაისის ოლქის სასამართლომ ვ. მინაძის საქმე განიხილა და ის გაამართლა.
-
1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ისიდორე ფორჩხიძის მკვლელობისთვის ბიქტორ ჭეიშვილი დააპატიმრეს.
-
1912 წლის 8 ოქტომბერს ქუთაისის საოლქო სასამართლომ სიმონ კიკალეიშვილის საქმე განიხილა. სასამართლომ ბრალდებული გაამართლა.
-
1912 წლის 5 ოქტომბერს შალვა ჩიქვინიძე დააპატიმრეს.
-
1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სასამართლო პალატამ ლ. ბერიშვილს 4-წლიანი კატორღა მიუსაჯა, შემდეგ ავადმყოფობის გამო სასჯელი ციხეში ჯდომით შეუცვალეს.
-
1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვ. სალაძე და ფ. საბაშვილი დააპატიმრეს.
-
1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პურის საცხობის გაძარცვაში ბრალდებული კოღუაშვილი დააპატიმრეს.
-
1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სიღნაღში საქალაქო სკოლის მასწავლებელი პ. ხრამცოვი გაძარცვის ბრალდებით დაიჭირეს.
-
1912 წლის 8 ოქტომბერს კავკასიის სამხედრო საოლქო სასამართლომ შამშე კონსტანტინეს ძე ლეჟავა გაამართლა.
-
1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სიღნაღში ცნობილი ყაჩაღი ფიროსმანიშვილი შეიპყრეს.
-
1912 წლის 10 ოქტომბერს თბილისის სასამართლო პალატამ ქუთაისის მდაბიო მოქალაქეთა მამასახლისი ისმაილ პავლეს ძე გოგოლაშვილი გაამართლა.
-
1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თათარიშვილს გენერალ იგუმენოვის გაძარცვას აბრალებდნენ.
-
1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ძუკუ შავდიას 6 წელი კატორღა ჰქონდა მისჯილი.
-
1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პეტრე ემუხვარს გენერალ იგუმენოვის გაძარცვას აბრალებდნენ.
-
1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ილარიონ ზაქარაიას თავისი სახლის დაწვის განზრახვა ედებოდა ბრალად. მას ნაფიცი ვექილი კ. ჩიკვაიძე იცავდა.
-
1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვანო ღამაიას გენერალ იგუმენოვის გაძარცვას აბრალებდნენ.
-
1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სამსონ წივწივაძეს გენერალ იგუმენოვის გაძარცვას აბრალებდნენ.
-
1912 წლის 30 ოქტომბერს ბახვა თოლორდავა საგუბერნიო სატუსაღოდან ზუგდიდის სამაზრო სატუსაღოში უნდა გაეგზავნათ.
-
1912 წლის 30 ოქტომბერს დიმიტრი კვარაცხელია საგუბერნიო სატუსაღოდან ზუგდიდის სამაზრო სატუსაღოში უნდა გაეგზავნათ.
-
1912 წლის 19 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვალერიან ინალიშვილს სატუსაღოდან გაქცევის განზრახვა ედებოდა ბრალად.
-
1912 წლის 30 ოქტომბერს კოჯალა ყოლბაია საგუბერნიო სატუსაღოდან ზუგდიდის სამაზრო სატუსაღოში უნდა გაეგზავნათ.
-
1912 წლის 19 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, რადიონ კოხრეიძეს სასამართლოს წევრების შეურაცხყოფა ედებოდა ბრალად.
-
1912 წლის 18 ოქტომბერს ზუგდიდის მაზრაში მცხოვრები ბიქტორ კედია საგუბერნიო სატუსაღოში მოათავსეს.
-
1912 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კონსტანტინე ერისთავს კაცის დაჭრას აბრალებდნენ.
-
1912 წლის ოქტომბერში მელიტონ გიორგის ძე გობეჩია ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.
-
1912 წლის ოქტომბერში მღვდელი ზ. ჩიქვილაძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.
-
1912 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, რაჟდენ კირცხალია სენაკის სამაზრო სატუსაღოში მოათავსეს.
-
1912 წლის ოქტომბერში მ. არსენიძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.
-
1912 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იოსებ ცაბაძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.
-
1912 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბიქტორ კედიას ზუგდიდის სამაზრო საკრებულოში ყალბი საბუთების შედგენისთვის ორ წელიწად-ნახევრით გამოსასწორებელ რაზმში ყოფნა მიუსაჯეს.
-
1912 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ს. კორძაია ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.
-
1912 წლის ოქტომბერში ი. ვადაჭკორია ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.
-
1912 წლის 19 ოქტომბერს ქობულეთის მცხოვრები ხასან-მამინ ოღლი ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში ჩასვეს.
-
1912 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გადასახლებული აკაკი ჩხენკელი როსტოვიდან თვითნებურად დაბრუნების გამო დააპატიმრეს.
-
1912 წლის ოქტომბერში თბილისის სამოსამართლო პალატამ ისმაილ აგაევი უდანაშაულოდ ცნო.
-
1912 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კოტე და მიხა წულუკიძეებს კაცის მოკვლა ედებოდათ ბრალად და ოლქის სასამართლოსგან კატორღა ჰქონდათ მისჯილი.
-
1912 წლის 16 ოქტომბერს მიხეილ ჯოჯუა ქუთაისის სატუსაღოდან პეტროვკაში გაგზავნეს. მას ტუსაღთა გამოსასწორებელ რაზმში ყოფნა ჰქონდა მისჯილი.
-
1912 წლის 16 ოქტომბერს სამსონ ჯღარკავა ქუთაისის სატუსაღოდან პეტროვკაში გაგზავნეს. მას ტუსაღთა გამოსასწორებელ რაზმში ყოფნა ჰქონდა მისჯილი.
-
1912 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გვეგვე ფაღავას ნოქალაქევის ბოქაულის, დავითაიას დაჭრა ედებოდა ბრალად.
-
1912 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ანტონ ბასილაია, რომელსაც 6 წლის კატორღა ჰქონდა მისჯილი, პოლიტიკურ ნიადაგზე იყო გასამართლებული.
-
1912 წლის 25 ოქტომბერს საგუბერნიო ჟანდარმთა სამმართველოს განკარგულებით, სამი ათასი მანეთის საწინდრის წარდგენის შემდეგ შალვა იოსელიანი სატუსაღოდან გაათავისუფლეს.
-
1912 წლის 28 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ისაკ ტატიშვილს ექიმ ივანე გომართელისთვის მუქარის წერილის მიწერა ედებოდა ბრალად.
-
1912 წლის 24 ოქტომბერს თბილისში პოლიციამ ისაკ ტატიშვილი დააპატიმრა.
-
1912 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, უშანგი მგალობლიშვილს დარაჯის მოკვლა ბრალდებოდა და ოლქის სასამართლოსგან კატორღა ჰქონდა მისჯილი.
-
1912 წლის 28 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლუბა წულუკიძეს ოლქის სასამართლომ 9 წლის კატორღა გადაუწყვიტა. მან საქმე განსახილველად პალატაში გადაიტანა.
-
1912 წლის 2 ნოემბერს ქუთაისის ოლქის სასამართლოს რაჟდენ გიგაშვილის საქმე უნდა განეხილა. მას გრიშა ახვლედიანის გაძარცვა ედებოდა ბრალად.
-
1912 წელს გიორგი ანთელავას საქმე უნდა განეხილათ. მას ექვსი წლის კატორღა ჰქონდა გადაწყვეტილი.
-
1912 წლის 20 ნოემბერს საოლქო სასამართლოს ლევან ჩარკვიანის საქმე უნდა განეხილა.
-
1912 წლის 30 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გიორგი კვარაცხელიას სოხუმის სატუსაღოში დარაჯის მოკვლისთვის ოლქის სასამართლოსგან 20 წლის კატორღა ჰქონდა მისჯილი.
-
1912 წლის 30 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ესტატე და ბადა ხუბულავებსა და ნიკოლოზ ქიქავას სამხედრო სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. შემდეგ განაჩენი 10 წლის კატორღით შეუცვალ...
-
1912 წლის 12 დეკემბერს თბილისის სამოსამართლო პალატას ვანო და ალექს ლებანიძეების საქმე უნდა განეხილა. მათ ოლქის სასამართლოსგან კატორღა ჰქონდათ მისჯილი.
-
1912 წლის 22 ოქტომბერს მატრონე კუჭუხიძისა, რომელსაც ქურდობა ედებოდა ბრალად, სენაკის საპატიმროდან ქუთაისში ჩამოიყვანეს.
-
1912 წლის 30 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ესტატე და ბადა ხუბულავებსა და ნიკოლოზ ქიქავას პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდათ ბრალად.
-
1912 წლის 30 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მიხეილ სულუხია და გერასიმე ბასილაია სენაკის სამაზრო ციხიდან ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში ჩამოიყვანეს. მათ ოლქის სასამართლოსგან სხვ...
-
1912 წლის 30 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გიორგი კვარაცხელია ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს. მას ავადმყოფობის გამო ექიმის განკარგულებით ბორკილები ახსნეს.
-
1912 წლის 25 ოქტომბერს სასამართლოს გადაწყვეტილებით ეგნატე ნაცვალოვი ერთი თვით დააპატიმრეს.
-
1912 წლის 12 დეკემბერს თბილისის სამოსამართლო პალატას დ. გოშაძის საქმე უნდა განეხილა. მას ოლქის სასამართლოსგან კატორღა ჰქონდა გადაწყვეტილი.
-
1912 წლის 15 ნოემბერს საგუბერნიო სატუსაღოდან ნაფიცი ვექილის თანაშემწე გრიგოლ გიორგაძე უნდა გაეთავისუფლებინათ.
-
1912 წლის ოქტომბერში ზოტიკე პეტრეს ძე ჩიქვილაძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.
-
1912 წლის ოქტომბერში რაჟდენ მათეს ძე არსენიძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.
-
1912 წლის 29 ნოემბერს თბილისის სამოსამართლო პალატას ი. კირთავას საქმე უნდა განეხილა. მას ოლქის სასამართლოსგან ოცი წლის კატორღა ჰქონდა მისჯილი.
-
1912 წლის 29 ოქტომბერს ტუსაღი გურგუშიანი ბაქოს სატუსაღოში გაგზავნეს. მას საფოსტო მატარებლის თავდასხმაში მონაწილეობა ედებოდა ბრალად.
-
1912 წლის 2 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სილიბისტრო დევდარიანს ოლქის სასამართლოსგან 12 წლის კატორღა ჰქონდა გადაწყვეტილი.
-
1912 წლის 12 დეკემბერს თბილისის სამოსამართლო პალატას ალექსი ტომარაძის საქმე უნდა განეხილა. მას ოლქის სასამართლოსგან კატორღა ჰქონდა მისჯილი.
-
1912 წლის 30 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გრიგოლ გაგუა სენაკის სამაზრო ციხიდან საგუბერნიო სატუსაღოში ჩაიყვანეს. მას ოლქის სასამართლოსგან ტუსაღთა გამოსასწორებელ რაზმში ყოფნა ჰ...
-
1912 წლის ოქტომბერში მეტეხის ციხიდან ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში ჩაიყვანეს ალექს გრუზენკო, რომელსაც ოლქის სასამართლოსგან ცხრამეტი წლის კატორღა ჰქონდა მისჯილი.
-
1912 წლის 12 დეკემბერს თბილისის სამოსამართლო პალატას სპირიდონ გოშაძის საქმე უნდა განეხილა. მას ოლქის სასამართლოსგან კატორღა ჰქონდა მისჯილი.
-
1912 წლის ოქტომბერში ივლიანე იაშვილი ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.
-
1912 წლის ოქტომბერში პოლიტიკური ტუსაღი თომა ჩიქვილაძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.
-
1912 წელს პოლიტიკური ტუსაღი ალექსანდრე თოფურია ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.
-
1912 წლის ოქტომბერში პოლიტიკური ტუსაღი ლუკა ბაკურია ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.
-
1912 წლის 30 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ე. გადილია სენაკის სამაზრო ციხიდან საგუბერნიო სატუსაღოში გადაიყვანეს. მას ოლქის სასამართლოსგან ტუსაღთა გამოსასწორებელ რაზმში ყოფნა ჰ...
-
1912 წლის ოქტომბერში პოლიტიკური ტუსაღი ანტონ ბასილაია ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.
-
1912 წლის 12 დეკემბერს თბილისის სამოსამართლო პალატას პ. ჩარკვიანის საქმე უნდა განეხილა. მას ოლქის სასამართლოსგან კატორღა ჰქონდა მისჯილი.
-
1912 წლის ოქტომბერში პოლიტიკური ტუსაღი მოსე კიღურაძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.
-
1912 წლის ოქტომბერში მოსე ცხოიძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.
-
1912 წლის 3 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მინა მაისაშვილსა და ბაგრატ კვიკვიძეს ციხიდან გაქცევის განზრახვა და ამ მიზნით რკინის მოაჯირის გაჭრა ედებოდათ ბრალად.
-
1912 წლის ოქტომბერში სოლომონ თავაძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.
-
1912 წლის ნოემბერში მიქიაშვილი ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში სხვადასხვა დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს.
-
1912 წლის ოქტომბერში პოლოტიკური ტუსაღი დათიკო ბენდელიანი ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.
-
1912 წლის 28 ოქტომბერს სენაკის მაზრაში მცხოვრები იოსებ ფაჩულია ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან გაათავისუფლეს.
-
1912 წელს გ. გერზმა ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.
-
1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბუდუ მდივანი მეტეხის ციხიდან გაათავისუფლეს. იგი ორი კვირის შემდეგ კავკასიის საზღვრებს უნდა გასცლოდა.
-
1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ოლქის სასამართლომ ჭოჭია ჩიქოვანს უვადო კატორღა მიუსაჯა.
-
1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პლატონ მიქაბერიძეს ტერორისტულ აქტებში მონაწილეობა ედებოდა ბრალად.
-
1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კავკასიის მეფის მოადგილემ იასონ ჩიხლაძეს სასამართლოს მიერ მისჯილი სიკვდილით დასჯა 15 წლის კატორღით შეუცვალა.
-
1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ იმერეთის ცნობით, კავკასიის სამხედრო სასამართლომ პლატონ მიქაბერიძეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. კავკასიის მეფის მოადგილემ სასჯელი 15 წლის კატორღით შეუცვალა დ...
-
1912 წლის ნოემბერში ოლქის სასამართლომ დათიკო ღულაძეს სამწლინახევრით ტუსაღთა გამოსასწორებელ რაზმში ყოფნა მიუსაჯა.
-
1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატამ ივანე გალდავაძეს 10 წლის კატორღა 6 წლით შეუცვალა.
-
1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატამ ექვთიმე ახობაძისა და სამსონ მარჯანოვის საქმე დაამტკიცა. მათ ოლქის სასამართლოსგან სხვადასხვა ვადით კატორღ...
-
1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, დიმიტრი ჩიგოგიძეს სოფლის მამასახლისის მოკვლა ედებოდა ბრალად.
-
1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სიმონ დოღონაძეს ქუთაისის საოლქო სასამართლომ რვა წლის კატორღა მიუსაჯა. იგი ქუთაისიდან რუსეთის საკატორღო სატუსაღოში უნდა გაეგზავნათ.
-
1912 წლის 4 ნოემბერს გამოძიებაში მყოფი ვასილ ცხვიტარია ქალაქის საგუბერნიო სატუსაღოდან ზუგდიდის სამაზრო სატუსაღოში გაგზავნეს.
-
1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სენატმა 70 წლის დიმიტრი ჩიგოგიძის საქმე დაამტკიცა. მას რვა წლის კატორღა ჰქონდა მისჯილი.
-
1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატამ ალექსი გაგუასა და ალექსი ხურცილავას საქმე დაამტკიცა. მათ ოლქის სასამართლოსგან სხვადასხვა ვადით კატორღა ჰ...
-
1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატამ ილია ლომთათიძის საქმე დაამტკიცა. მას ოცი წლის კატორღა ჰქონდა მისჯილი.
-
1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატამ ყარამან გუმბერიძისა და ფილიპე გიორგაძის საქმე დაამტკიცა. მათ ოლქის სასამართლოსგან სხვადასხვა ვადით კატორ...
-
1912 წლის 4 ნოემბერს გამოძიებაში მყოფი ბიქტორ ლაზარია ქალაქის საგუბერნიო სატუსაღოდან ზუგდიდის სამაზრო სატუსაღოში გაგზავნეს.
-
1912 წლის 4 ნოემბერს გამოძიებაში მყოფი მინადორა კუჭუხიძისა ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან გაგზავნეს ზუგდიდის სამაზრო სატუსაღოში, სადაც მისი საქმე ოლქის სასამართლოს უნდა განეხილა.
-
1912 წლის 4 ნოემბერს გამოძიებაში მყოფი დავით ზაქარაია ქალაქის საგუბერნიო სატუსაღოდან გაგზავნეს ზუგდიდის სამაზრო სატუსაღოში, სადაც მისი საქმე ოლქის სასამართლოს უნდა განეხილა.
-
1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თედორე პეტროვს ტუსაღთა გამოსასწორებელ რაზმში გაგზავნა ჰქონდა მისჯილი.
-
1912 წლის 4 ნოემბერს გამოძიებაში მყოფი სოკრატ შამათავა ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან გაგზავნეს ზუგდიდის სამაზრო სატუსაღოში, სადაც მისი საქმე ოლქის სასამართლოს უნდა განეხილა.
-
1912 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მიხაკო ახალაძეს, სანდრო ჩხეტიასა და მელიტონ გობეჩიას 4-4 წლის კატორღა ჰქონდათ მისჯილი.
-
1912 წლის 3 ნოემბერს ბრალდებულ რაჟდენ გიგაშვილს ნაფიცი ვექილი კ. ჩიკვაიძე იცავდა.
-
1912 წლის ნოემბერში ჟურნალისტ ლევან ივანეს ძე ყიფიანს თბილისის საოლქო სასამართლომ 25 მანეთი ჯარიმა ან 5 დღით დატუსაღება მიუსაჯა.
-
1912 წლის 7 ნოემბერს თბილისის სამოსამართლო პალატამ სილიბისტრო დევდარიანის საქმე განიხილა. იგი გაამართლეს.
-
1912 წლის 11 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ივანე ხელაიას ერთი წლით ციხეში ჯდომა ჰქონდა მისჯილი.
-
1912 წლის 3 ნოემბერს ქალაქის ოლქის სასამართლომ რაჟდენ გიგაშვილის საქმე განიხილა და ოთხწელნახევრით ტუსაღთა გამოსასწორებელ რაზმში ყოფნა მიუსაჯა.
-
1912 წლის 11 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მელიტონ დანელიას ტუსაღთა გამოსასწორებელ რაზმში ყოფნა ჰქონდა მისჯილი.
-
1912 წლის ნოემბერში თბილისის სამოსამართლო პალატამ პეტრე ემუხვარის საქმე დაამტკიცა. მას ათი წლის კატორღა ჰქონდა მისჯილი.
-
1912 წლის 11 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ყარამან, ივანე და ვასილ ხელაიებს ჩხუბის დროს კაცის მოკვლა ედებოდათ ბრალად.
-
1912 წლის 11 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ყარამან ხელაიას წელიწად-ნახევრით ტუსაღთა გამოსასწორებელ რაზმში ყოფნა მიუსაჯეს.
-
1912 წლის 13 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ავლაბრის სკოლის უფროსად მუშაობის დროს პიასეცკის ხაზინიდან 10 000 მანეთის გაფლანგვა ედებოდა ბრალად.
-
1912 წელს თბილისში პიასეცკი დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში გაგზავნეს.
-
1912 წლის 19 ნოემბერს ოლქის სასამართლოში გვეგვე ფაღავას საქმე განიხილეს. სასამართლომ იგი უდანაშაულოდ ცნო.
-
1912 წლის 10 ნოემბერს სასამართლო პალატამ ბეგლარ კუჭავა გაათავისუფლა.
-
1912 წლის ნოემბერში ქუთაისის ოლქის სასამართლომ დემურ ლომთათიძეს ათი წლით კატორღა მიუსაჯა.
-
1912 წლის 18 ნოემბერს პოლიტიკური მიზეზით გასამართლებული დიმიტრი კვარაცხელია ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან ზუგდიდის სამაზრო ციხეში გაგზავნეს. მისი საქმე ოლქის სასამართლოს 28 ნოემბ...
-
1912 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ე. გუგუნავას თავისი სახლისთვის ცეცხლის წაკიდება ედებოდა ბრალად.
-
1912 წლის 9 ნოემბერს თბილისის სამოსამართლო პალატამ ე. გუგუნავას საქმე განიხილა. მას ოლქის სასამართლოსგან ხუთი წლით ციხე ჰქონდა მისჯილი. პალატამ ის გაამართლა.
-
1912 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ფარნა გეგელია სამი წელი იჯდა ციხეში.
-
1912 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვასილ სურკოვი ქურდობისთვის იყო დაპატიმრებული.
-
1912 წლის 23 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ნოე ჟღენტს, მეთოდე მახარაძესა და სერაპიონ ბურჯანაძეს ყაჩაღობა ედებოდათ ბრალად.
-
1912 წლის 24 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ოლქის სასამართლომ მიხეილ კოღუაშვილს 10 წლით კატორღა მიუსაჯა.
-
1912 წლის 24 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გადასახლებული სტ. ი. გოგოლაშვილი გაათავისუფლეს.
-
1912 წლის 24 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სასამართლო პალატამ აბესალომ მაჭავარიანს 5 წლის კატორღა 5 წლით ტუსაღთა გამოსასწორებელ რაზმში გაგზავნით შეუცვალა.
-
1912 წლის 13 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატამ ისიდორე ონიანს 13 წლის კატორღა ხუთი წლით შეუმცირა.
-
1912 წლის 24 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სენატმა მიხეილ კოღუაშვილის საქმე დაამტკიცა. მას ადამიანის მოკვლა ედებოდა ბრალად.
-
1912 წლის 25 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბუია რატიანს სალხინოში მიურატის პრინცესაზე თავდასხმა ედებოდა ბრალად.
-
1912 წლის 23 ნოემბერს თბილისის სამოსამართლო პალატის სესიაზე ფარნა გეგელია გაამართლეს. ბრალდებული თავს თვითონ იცავდა.
-
1912 წლის 23 ნოემბერს თბილისის სამოსამართლო პალატის სესიამ ბუია რატიანის საქმე განიხილა. მას ღირსების აყრა და გამოსასწორებელ რაზმში ყოფნა ჰქონდა მისჯილი. იგი გაამართლეს.
-
1912 წლის 27 ნოემბერს ქუთაისის ოლქის სასამართლომ დავით ნიჟარაძის საქმე დახურა.
-
1912 წლის ნოემბერში ვ. ჩხაიძე დააპატიმრეს.
-
1912 წლის 2 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სასამართლომ ნიკო კურდღელაშვილი უდანაშაულოდ ცნო.
-
1912 წლის 17 ნოემბერს ციხიდან გაქცეული ტუსაღი ხუხუა დააპატიმრეს. ორი ტუსაღის კვალს კი ვერ მიაგნეს.
-
1912 წლის 5 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სტ. ბელიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული თეოფანე კვარაკვახიძე დააპატიმრეს.
-
1912 წლის 6 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სასამართლო პალატის მიერ გამართლებულ ფარნა გეგელიას ადმინისტრაციული წესით როსტოვში აგზავნიდნენ.
-
1912 წლის 6 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბუდუ მდივანს კავკასიაში ცხოვრების ნება დართეს.
-
1912 წელს შემოქმედის სკოლის მამასახლისი ლაპინი დააპატიმრეს.
-
1912 წლის 13 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იაკიმე კირთავას ლოსაბერიძის მოკვლა ედებოდა ბრალად.
-
1912 წლის 7 დეკემბერს კავკასიის სამხედრო სასამართლომ ქუთაისში ნოე ჟღენტს 15 წლით კატორღა მიუსაჯა.
-
1912 წლის 7 დეკემბერს კავკასიის სამხედრო სასამართლომ ქუთაისელ სერაპიონ ბურჯანაძეს სამუდამო კატორღა მიუსაჯა.
-
1912 წლის 7 დეკემბერს კავკასიის სამხედრო სასამართლომ ქუთაისელ მეთოდე მახარაძეს 15 წლის კატორღა მიუსაჯა.
-
1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ადმინისტრაციული წესით გადასახლებული იოსებ ედიშერაშვილი სასჯელისგან გაათავისუფლეს.
-
1912 წლის 13 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მიხეილ კოღუაშვილს მკვლელობა და ბათუმის მომრიგებელი მოსამართლის მდივნის გაძარცვა ედებოდა ბრალად.
-
1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სამსონ ჯღარკავას გლეხთა გამათავისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეობა ედებოდა ბრალად.
-
1912 წლის 19 დეკემბერს ქუთაისის ოლქის სასამართლოს გუძა ჩიქოვანის საქმე უნდა განეხილა. მას სამსონ ჯღარკავასთვის ყალბი დოკუმენტების მიცემა ედებოდა ბრალად.
-
1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სენატმა გიორგი შელიას, გიორგი კვარაცხელიასა და მელიტონ, ჩანთა და პლატონ გაბუნიების საქმე დაამტკიცა. მათ სხვადასხვა ვადით კატორღა ჰქო...
-
1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სენატმა პეტრე ქარდავას, ყარამან ანჩაბაძის, ალექსანდრე მიქელაძის, ილია ლომთათიძისა და ვანო რევიშვილის საქმე დაამტკიცა. მათ სხვადასხვა...
-
1912 წლის 3 დეკემბერს უთუ ბასილია სენაკის სამაზრო სატუსაღოდან ქუთაისის საგუბერნიო საპყრობილეში გადაიყვანეს.
-
1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სენატმა პლატონ და თომა დგებუაძეების, ბაგრატ ჭანტურიას, გრიგოლ ჯანაშიასა და აკაკი კოხოძის საქმე დაამტკიცა. მათ სხვადასხვა ვადით კატორ...
-
1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სენატმა იორდანე იმნაძის, ესტატე ოკუჭავას, ლევანტი თოდუას, ალექსანდრე თოფურიასა და ლუკა ბაკურიას საქმე დაამტკიცა. მათ სხვადასხვა ვადი...
-
1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სენატმა ისააკ ლაკერბაიას, მიტროფანე ნანავას, სანდრო ნებიერიძის, ნესტორ ბუაძისა და შალიკო კალანდარიშვილის საქმე დაამტკიცა. მათ სხვადა...
-
1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, უთუ ბასილიას პრინცესა მიურატის სასახლეზე თავდასხმა ედებოდა ბრალად. ოლქის სასამართლოსგან მას ერთი წლით გამოსასწორებელ რაზმში გაგზავნა...
-
1912 წელს ფილუ გახარია ზუგდიდის სამაზრო სატუსაღოდან სენაკის საპყრობილეში გადაიყვანეს.
-
1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ფილუ გახარიას გლეხთა განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს იოსებ ჯაფარიძის დაჭრა ედებოდა ბრალად.
-
1912 წელს ბარნაბა ქარცხია ქუთაისის საგუბერნიო საპყრობილიდან ხარკოვის საკატორღო სატუსაღოში გაგზავნეს.
-
1912 წლის 23 ნოემბერს სასამართლო პალატამ განიხილა ანტონ ბასილიას საქმე. მას 6 წელი მადნებში მუშაობა დარჩა მოსახდელი.
-
1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბარნაბა ქარცხიას ყაჩაღობისთვის 8 წლის კატორღა ჰქონდა მისჯილი.
-
1912 წლის 16 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატამ კ. რ. გოცირიძე გაამართლა.
-
1912 წელს ექიმ პრიანიშნიკოვის მკვლელობისთვის ბათუმში რამდენიმე პირს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. განსვენებულის მეუღლე მათთვის სასჯელის პატიებას ითხოვდა.
-
1912 წლის 11 დეკემბერს ქუთაისის ოლქის სასამართლომ პარმენ ნემსაძეს 3 წლით კატორღა მიუსაჯა.
-
1912 წლის 11 დეკემბერს კავკასიის სამხედრო სასამართლომ გოგია ჟორდანიას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
-
1912 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პარმენ ნემსაძეს კატორღიდან თავისი ნებით დაბრუნება ედებოდა ბრალად.
-
1912 წლის 17 თებერვალს ქუთაისის ოლქის სასამართლომ ფილიპოვს ერთი წლით ტუსაღთა გამოსასწორებელ რაზმში ყოფნა მიუსაჯა.
-
1912 წლის 11 დეკემბერს კავკასიის სამხედრო სასამართლომ ჯიმშერ ფირცხალაიშვილს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
-
1912 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მსხალაძის მოკვლის ბრალდებით დაპატიმრებული ლაპინი 500 მანეთის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
-
1912 წლის 23 აგვისტოს ალექსანდროვის საკატორღო საპყრობილიდან გამოქცეული კოლია ყუფარაძე დააკავეს.
-
1912 წლის 11 დეკემბერს კავკასიის სამხედრო სასამართლომ შალვა ორაგველიძეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
-
1912 წლის 25 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სენატმა დაამტკიცა ზოტიკე და თომა ჩიქვილაძეების საქმე. ისინი პოლიტიკურ ნიადაგზე იყვნენ გასამართლებულნი.
-
1912 წლის 25 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იოსებ ცხადაძე ავადმყოფობის გამო პეტროვკის სატუსაღოდან ქუთაისის სატუსაღოში ჩამოიყვანეს.
-
1912 წელს ვასილ შალამბერიძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან ადმინისტრაციული წესით რუსეთში გაგზავნეს.