ნასამართლეობა [ 1922 წელი ]
- 1922 წელს გიორგი სალუქვაძე პირველად დააპატიმრეს ქ. ოზურგეთში, საიდანაც გადაიყვანეს თბილისის საგანგებო კომისიის განკარგულებაში, ნოემბერში კი გაათავისუფლეს.
- 1922 წლის 17 სექტემბერს 42 წლის გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე დააპატიმრეს თბილისში, საკუთარ სახლში, ყვარლის ქ. N14-ში.
- 1922 წლის 24 მაისს არქიფო დუტუს ძე ჩაჩავა ბათუმში დემონსტრაციაზე დააპატიმრეს. ის აბაშიდან დილის 8 საათზე ჩავიდა ბათუმში, 11-ზე კი დააპატიმრეს. ჩამოერთვა ტყავის საფულე და რამდენიმე...
- 1922 წლის 10 ოქტომბერს 19 წლის გერასიმე მაქსიმეს ძე ფარცხალაიშვილი კონტრრევოლუციონერობისთვის დააკავეს. ბრალდების თანახმად, ფირცხალაიშვილი ბათუმის ახალგაზრდა მარქსისტთა ჯგუფის წევრი...
- 1922 წელს დააკავეს გრიგოლ რაჟდენის ძე კახაძე.
- 1922 წლის 18 თებერვალს ქრისტინე შარაშიძე დააპატიმრეს და იმავე წლის 9 მაისს გაათავისუფლეს.
- 1922 წელს საქართველოს ჩეკა აწარმოებდა საქმეს ივლიანე მაქსიმეს ძე ჩახავას შესახებ. ბრალდება ედავებოდა 1918 წელს ბოლშევიკური მოძრაობის ჩახშობას.