რეგისტრირებული ფაქტები71798
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1914 წლის ივლისში დავით სიმონის ძე მესხი ავად იყო და ჭიათურის საავადმყოფოში იწვა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 15 მარტის „დროების“ ცნობით, 25 აპრილს თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე ივანე ზაალის ძე ავალიშვილის ნაცვლად ბანკის დამფასებელი საზოგადოების წევრად ახალი კანდიდატი უნდა აერჩიათ.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 16 მარტის „დროების“ ცნობით, ქუთაისში, ქართული სცენის მოყვარეებმა გ. თუმანოვისგან ნათარგმნი სამმოქმედებიანი კომედია „აყალ-მაყალი ცოლსა და ქმარს შუა“ წარმოადგინეს.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 29 ნოემბერს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილი სრულიად რუსეთის ხელთ-საქმარების გამოფენის შესახებ, სადაც ქართული ექსპონატები გენერალ-მაიორ ალექსანდრე მურავიოვს უნდა წარედგინა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 21 მარტის „დროებაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე ილინსკის სიტყვა, რომლითაც მან სასულიერო სემინარიის მოსწავლეებს მიმართა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 22 მარტის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის ოთხმოქმედებიანი ტრაგედია „ბატონიშვილი ირაკლის პირველი დრო-ანუ თავდადება ქართველთ“ ზაქარია ჭიჭინაძემ გამოსცა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 23 მარტის „დროების“ ცნობით, სამშენებლო ხის ყიდვა პოლკოვნიკ ბუჭყიევთან იყო შესაძლებელი.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 12 მარტის „დროებაში“ დაიბეჭდა განცხადება ივრის დამზოგველი ამხანაგობის საქმიანობის შესახებ, რომელსაც ხელს აწერდნენ: ნიკოლოზ დავიდოვი, ზაქარია გულისაშვილი, ზურაბ მაკანტალაშვილი, ალექსი ონიკაშვილი და დიმიტრი ციციანოვი.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცელში“ გარდაცვლილი დავით ივანეს ძე სულხანიშვილის მშობლები, მარიამ და ივანე სულხანიშვილები, ოჯახის ახლობლებს ატყობინებდნენ, რომ სოფელ ტარძნისის ტაძარში განსვენებულის სულის მოსახსენიებელი წირვა და პანაშვიდი გაიმართებოდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ჩოხატაურის ბოქაულად ბ. ქელბაქიანის დანიშვნის შემდეგ დაბაში საგრძნობლად შემცირდა ქურდობის, ყაჩაღობისა და აზარტული თამაშების შემთხვევები.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოფელ ასკანას მამასახლისი ბ. ს. ჭეიშვილი, გურიის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობის გამგედ აირჩიეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ოჩამჩირის სკოლის ყოფილი ზედამხედველი ბ. ხარავა, სასოფლო რუსული სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 ოქტომბერს ქუთაისის მახლობლად ტყის მცველებმა კეტებით სცემეს და დაჭრეს 60 წლის საბა გოგავა, რომელიც საღორიის ტყეში მის მიერ შძენილი რამდენიმე საჟენი შეშის წასაღებად იყო მისული.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოფელ ალის სამკითხველოს მღვდელმა ალექსი კევლიშვილმა, გრიგოლ აბაიშვილმა და ალექსი გელაშვილმა თანხა შესწირეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დიაკონმა მირიან ომანიძემ სოფელ ალის სამკითხველოს მანეთნახევრის ღირებულების წიგნები შესწირა.