საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები71696

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 1-ელ იანვარს სამსახურიდან დაითხოვეს თბილისის კლასიკური გიმნაზიის მასწავლებელი ლიდია ლავრენკო.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 1-ელ მაისს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ივანე შარაფიძის სახლში თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 14 აგვისტოს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო მიხეილ დიმიტრის ძე თარხან-მოურავის მამული ახალციხეში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 21 სექტემბერს თელავის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო აზნაურების, ევგენი და გლახა აზნაურიშვილების მამული სოფელ წინანდალში, რომელიც მეპატრონეებს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 18 სექტემბერს გორის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად დიმიტრი თეიმურაზის ძე ციციშვილის მამული სოფელ ხვედურეთში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 18 სექტემბერს თელავის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად მიხეილ მიხეილის ძე ანდრონიკაშვილის მამული სოფელ ვეჯინში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 18 სექტემბერს გორის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო კნეინა ნინო ივანეს ასულ ციციშვილის მამული სოფელ რუისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 18 სექტემბერს თელავის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად ლუარსაბ ასლანის ძე ვაჩნაძის მამული სოფელ ბაკურციხეში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 18 სექტემბერს გორის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო კნეინა მანანა შალვას ასულ ერისთავის მამული სოფელ მეჯვრისხევში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1967 წლის 2 ნოემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ნინო აივაზოვას სახლი და დუქანი თბილისში, რომლებიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 16 იანვარს კავკასიის სამხედრო ოლქის საინტენდანტო სამმართველოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო სტეფანე გალუსტის ძე ბარხუდაროვის ერთსართულიანი სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1868

ტიპი: მფლობელობა

1868 წლის 21 ივნისს ამიერკავკასიის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო მოქალაქე ივანე სიმონის ძე საათსაზოვის სახლი თბილისში, რომელსაც დროულად ვერ გადაუხდია გირაოს საფასური – 6000 მანეთი.

1868

ტიპი: ნასამართლეობა

1868 წლის 22 მარტს თბილისის სასამართლო პალატაში დანიშნული იყო აღალო და იოსებ მატინოვების სარჩელის განხილვა იაგორ მატინოვის მიერ მათი კუთვნილი ბაღის მითვისების თაობაზე.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 20 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ დავით ერისთავის წერილში „სიტყუა საყოველთაოდ საუწყებელი წიგნთა ქართულთა ბეჭდვისა გამო“ კრიტიკულადაა შეფასებული პლატონ იოსელიანის ისტორიული ნაშრომებს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 1-ელ მაისს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო სიმონ სოლომონის ძე ჯანდიერის მამული თელავის მაზრაში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წლის 15 იანვარს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით ინჟინერ-პორუჩიკი თარხან-მოურავიქუთაისის სამოქალაქო არქიტექტორის თანამდებობაზე დანიშნეს.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წლის 15 იანვარს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით თბილისის სასამართლოს მოხელე სერაფიმოვიჩი ახალციხის მომრიგებელი მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე დანიშნეს.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 8 აპრილს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით დაიბეჭდა ნიკო ნიკოლაძის წერილი „კიდევ მნათობს“, რომლითაც ავტორი პასუხობდა მოსე ქიქოძის მიერ ჟურნალ „მნათობში“ გამოქვეყნებულ კრიტიკულ სტატიას.

1868

ტიპი: მფლობელობა

1868 წლის 10 სექტემბერს თელავის მაზრის სამმართველოს გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად იოსებ ჩოლოყაევ-დასანდიეროვის სახნავი მიწის ნაკვეთი თელავში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 3 ივლისს ამიერკავკასიის სამსჯავროს გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო გიორგი ხეჩატურის ძე ხეჩატუროვის სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 15 სექტემბერს ამიერკავკასიის სამსჯავროს გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად მამუკა თომას ძე ჯამბაკურიან-ორბელიანის სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 22 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დარია მამაცაშვილის სტატია „წიგნი ეკ. თარხან-მოურავისადმი“, რომლითაც ის მადლობას უხდის ადრესატს, ეკატერინე გაბაშვილს ამავე გაზეთში გამოქვეყნებული წერილისთვის „გლეხ-კაცების აზრი სასოფლო შკოლებზედ“.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 8 ივნისს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით ამიერკავკასიის საზოგადო პრიკაზის კონტროლიორი გოლუბცოვი ამავე პრიკაზის დირექტორად დანიშნეს.

1966

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1866 წლის 22 დეკემბერს პეტერბურგში გამართული კავკასიის სამხედრო სამმართველოს სხდომის გადაწყვეტილებით უნტერ-იფიცერ ბესარიონ იოსელიანს პროპორშჩიკის წოდება მიენიჭა.

1867

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1867 წლის 20 იანვარს კავკასიის სამხედრო მმართველობის დადგენილებით იუნკერ ლუარსაბ ქორქაშვილს პროპორშჩიკის წოდება მიენიჭა.