რეგისტრირებული ფაქტები71810
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1806
ტიპი: თანამდებობა
1806-45 წლებში ხარიტონ სეხნიას ძე ცირეკიძე ცუცხვათის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1845
ტიპი: თანამდებობა
1845 წლის 12 სექტემბერს ხარიტონ სეხნიას ძე ცირეკიძე ცუცხვათის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1848
ტიპი: თანამდებობა
1848 წელს სიმონ ნასყიდას ძე სირბილაძე ცუცხვათის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900-1903 წლებში ნესტორ მაქსიმეს ძე დევიძე ციხიის მაცხოვრის ამარლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1903
ტიპი: თანამდებობა
1903-08 წლებში მაქსიმე იოანეს ძე ლოსაბერიძე ციხიის მაცხოვრის ამარლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1908
ტიპი: გარდაცვალება
1908 წლის 3 მარტს ციხიის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი მაქსიმე იოანეს ძე ლოსაბერიძე გარდაიცვალა.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წელს რაჟდენ მაქსიმეს ძე ტოგონიძე ციხიის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს ივანე მაჩაბელი ვასილ კირვალიძეს შემთხვევით შეხვდა სასტუმრო „ლონდონში“, პირველი წერილის დაბეჭდვას შეჰპირდა და სთხოვა, შემდეგში რეალური ამბები მიეწოდებინა მოსამსახურეთა ცხოვრებიდან.
1914
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1914 წლის ივლისში დავით სიმონის ძე მესხი ავად იყო და ჭიათურის საავადმყოფოში იწვა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 15 მარტის „დროების“ ცნობით, 25 აპრილს თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე ივანე ზაალის ძე ავალიშვილის ნაცვლად ბანკის დამფასებელი საზოგადოების წევრად ახალი კანდიდატი უნდა აერჩიათ.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 16 მარტის „დროების“ ცნობით, ქუთაისში, ქართული სცენის მოყვარეებმა გ. თუმანოვისგან ნათარგმნი სამმოქმედებიანი კომედია „აყალ-მაყალი ცოლსა და ქმარს შუა“ წარმოადგინეს.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 29 ნოემბერს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილი სრულიად რუსეთის ხელთ-საქმარების გამოფენის შესახებ, სადაც ქართული ექსპონატები გენერალ-მაიორ ალექსანდრე მურავიოვს უნდა წარედგინა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 21 მარტის „დროებაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე ილინსკის სიტყვა, რომლითაც მან სასულიერო სემინარიის მოსწავლეებს მიმართა.