საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები71920

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 31 მარტის „დროების“ ცნობით, ივანე მირზოევის ფაბრიკა დანადგარის გაფუჭების გამო ერთი თვე ვერ ფუნქციონირებდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 31 მარტის „დროების“ ცნობით, სერაფიმოვიჩი ზაქათალის მაზრის უფროსი იყო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 1-ლი აპრილის „დროებაში“ ალექსანდრე ჭიჭინაძის სტატია „რუსული ენა ჩვენს სასწავლებლებში“ დასასრული დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 1-ლი აპრილის „დროების“ ცნობით, საზაფხულო თეატრში დიმიტრი ყიფიანის მიერ თარგმნილ დრამას „ვენეციელ ვაჭარს“ წარმოადგენდნენ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 1-ლი აპრილის „დროების“ ცნობით, დათა ლოლაძე და ოქრუა გავაშელიშვილი სოფელ ღვანკითში ეკლესიის მშენებლობის საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 2 აპრილის „დროების“ ცნობით, გორის თვითმმართველობის გამგეობის სხდომაზე ქალაქის სამმართველოსთვის გასავლის შემცირების შესახებ ი. ელიმირზოვის წინადადებას განიხილავდნენ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 2 აპრილის „დროების“ ცნობით, გიორგი იოსელიანის წიგნი „იმერლები თბილისში“ ექვთიმე ხელაძის სტამბაში დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 2 აპრილის „დროებაში“ ზ. მთაწმინდელის სტატია „საქართველოს XVI საუკუნის მეფეების თარხანი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 5 აპრილის „დროებაში“ „პოსრედნიკების“ შესახებ სტეფანე მელიქიშვილის წერილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 6 აპრილის „დროებაში“ კავკასიის არმიის მთავრსარდლის თანაშემწის დიმიტრი სვიატოპოლკ-მირსკის განკარგულების შესახებ სტატია დაიბეჭდა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მთავრობის განკარგულებით ფოთის ფოსტა-ტელეგრაფის უწყების ფოსტალიონი თომა ეჯიბაია ახალი სენაკის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილებაში გადაიყვანეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 11 აგვისტოს თბილისის გუბერნატორის თანამდებობის აღმასრულებელი პოლკოვნიკი ივანე სვეჩინი საზღვარგარეთიდან დაბრუნდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 20 აგვისტოს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლის, თავად დავით მელიქიშვილის თავმჯდომარეობით გაიმართა თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების თავადაზნაურთა კომისიის კრება.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849-91 წლებში ზაქარია სიმონის ძე შვანგირაძე ცხუნკურის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1891

ტიპი: გარდაცვალება

1891 წლის 17 ნოემბერს ცხუნკურის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ზაქარია სიმონის ძე შვანგირაძე გარადიცვალა.

1845

ტიპი: თანამდებობა

1845-49 წლებში ნიკოლოზ საბას ძე აბზიანიძე ცხუნკურის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914-16 წლებში მაქსიმე რობაქიძე ცხუნკურის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: გარდაცვალება

1901 წლის 13 აგვისტოს ლუთერანულ სასაფლაოზე დაკრძალეს 10 აგვისტოს გარდაცვლილი გ. ლ. ლეიტცინგერი, რომელიც 1891 წლიდან თბილისის რეალურ სასწავლებელში მათემატიკას ასწავლიდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს შემოქმედის უფასო წიგნთსაცავ-სამკითხველოს თანხით დაეხმარნენ პარმენ თევზაძე, ტიტიკო დუმბაძე, ალექსი გორდელაძე და ანისიმე შავგულიძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს შემოქმედის უფასო წიგნთსაცავ-სამკითხველოს თანხით დაეხმარნენ კასიანე კვირკველია, სტეფანე ელიაძე და ნოე თოიძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს შემოქმედის უფასო წიგნთსაცავ-სამკითხველოს თანხით დაეხმარნენ ილია მიხეილის ძე შარაშიძე, ივანე ქაიხოსროს ძე გოგოლაშვილი და ალექსანდრე ტიმოთეს ძე ჯაყელი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს შემოქმედის უფასო წიგნთსაცავ-სამკითხველოს თანხით დაეხმარნენ მაქსიმე ლევანის ძე მახარაძე, ვიქტორ ტატუაშვილი და ვასილ ახობაძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს შემოქმედის უფასო წიგნთსაცავ-სამკითხველოს თანხით დაეხმარნენ ნიკიტა ანტონიუკი, ალექსანდრე სიხარულიძე და სარდიონ ჯაფარიძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს შემოქმედის უფასო წიგნთსაცავ-სამკითხველოს თანხით დაეხმარნენ ივანე მახარაძე, მელიტონ თოიძე, შალიკო მალაზონია, ვასილ კახიანი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ზაბიტ კაპლანოვმა მისასალმებელი დეპეშა გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ ყრილობას.