საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები71992

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 11 აგვისტოს კავკასიის მთავარმმართებლის თანაშემწეს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრე ფრეზეს კავკასიის გამოფენაზე უმასპინძლეს მთავარმმართებლის საბჭოს წევრმა სულთან კრიმ-გირეიმ, სამეურნეო ინსპექტორმა ვიქტორ გეევსკიმ და გამოფენის კომისარმა იოსებ ანდრონიკაშვილმა.

1815

ტიპი: თანამდებობა

1815-38 წლებში სიმონ შვანგირაძე ცხუნკურის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1838

ტიპი: გარდაცვალება

1838 წელს ცხუნკურის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი სიმონ შვანგირაძე გარდაიცვალა.

1818

ტიპი: თანამდებობა

1818-36 წლებში გრიგოლ სულაბერიძე ცხუნკურის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1836

ტიპი: გარდაცვალება

1836 წლის 22 მარტს ცხუნკურის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გრიგოლ სულაბერიძე გარდაიცვალა.

1837

ტიპი: თანამდებობა

1837 წელს გიორგი შვანგირაძე ცხუნკურის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1837

ტიპი: გარდაცვალება

1837 წელს ცხუნკურის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გიორგი შვანგირაძე გარდაიცვალა.

1840

ტიპი: თანამდებობა

1840-43 წლებში პეტრე მათეს ძე ბახტაძე ცხუნკურის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1853

ტიპი: თანამდებობა

1853 წელს ბესარიონ გრიგოლის ძე სულაბერიძე ცხუნკურის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ბესარიონ გრიგოლის ძე სულაბერიძე ცხუნკურის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1865

ტიპი: თანამდებობა

1865 წელს მიხეილ პეტრეს ძე ვერულაშვილი ძევრის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1870

ტიპი: თანამდებობა

1870-1916 წლებში ნესტორ ავქსენტის ძე რობაქიძე ძევრის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 7 თებერვალს ძევრის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ნესტორ ავქსენტის ძე რობაქიძე გარდაიცვალა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 25 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ეგზარქოსი ფლაბიანე წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში, კუკიის სასაფლაოზე განსვენებულთა სულის მოსახსენიებელ წირვასა და პარაკლისს გადაიხდიდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 25 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მართალაძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გრიგოლ წინამძღვრიშვილის წერილი გორის მაზრის სოფელ გერში გამართული საეკლესიო დღესასწაულის შესახებ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 25 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ივ. კავთელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ივანე ჯაჯანაშვილის სამეცნიერო წერილი „გრძელ-ჟამიერი სიცოცხლე“, რომელშიც ავტორი ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ საუბრობდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 28 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ლორიქ-მელიქოვის ქუჩაზე მდებარე ს. პ. პავლოვის საწყობში შეღავათიან ფასად იყიდებოდა გერმანული, ფრანგული და ინგლისური წარმოების თვითმავალი ველოსიპედები.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 28 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ვლადიმერ ყიფიანს შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ახალი, ილუსტრირებული წიგნის გამოცემა ჰქონდა განზრახული, რომელიც 40 კაპიკზე მეტი არ ეღირებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 28 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილმა მცხეთის ტაძარს 1000 მანეთი შესწირა, რომელიც აღდგენითი სამუშაოებისათვის იყო გამიზნული.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 28 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ტრამვაის საზოგადოების წარმომადგენელი ალფონს რობი თბილისში, ვარდის უბანში, საგზაო სამუშაოების დაწყებას გეგმავდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 28 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის ვიცე-გუბერნატორმა სტეფანოვიჩმა ექიმ ტიტე სვიმონის ძე ქიქოძეს ქალაქის სასანიტარო-სამკურნალო განყოფილების რევიზია დაავალა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 22 ოქტომბერს სოხუმში, გიორგი ჩიჩუას თაოსნობით, საზოგადო ბანკის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 28 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ივ. კავთელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ივანე ჯაჯანაშვილის წერილი „ქუჩის ბიჭ-ბუჭების სკოლა საფრანგეთში“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 28 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მართალაძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გრიგოლ წინამძღვრიშვილის წერილი ლიახვის ხეობის სოფლებში საქონლის ქურდობის გახშირებული ფაქტების შესახებ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 18 მარტის „დროებაში“ საქართველოს ახალი ეგზარქოსის, ივანე რუდნევის შესახებ სტატია დაიბეჭდა.