რეგისტრირებული ფაქტები72012
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 4 იანვრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ექიმი ვენეროლოგი გ. ა. გედალინი პაციენტებს მარტიროსიანცის სახლში, ალექსანდროვის სამლოცველოს პირდაპირ, მადათოვის N 15-ში იღებდა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 29 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, კბილის ექიმი ალექსანდრე სოლოღაშვილი პაციენტებს მიხეილის ქუჩაზე მდებარე კლინიკაში მიიღებდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 29 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, მ. ა. სულიევი თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დაინიშნა.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 29 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, თბილისის ოლქის სასამართლოს განსახილველად გადაეცა ვანო ხეტვიშვილის საქმე, რომელსაც ბრალად ცრუმოწმეობა ედებოდა.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 25 ოქტომბერს თბილისის პოლიციის დარაჯმა ფ. გაბელიამ ციმბირიდან გამოქცეული პატიმარი, მცხეთის მკვიდრი ლუკა გარსევანიშვილი შეიპყრო, რომელიც მეტეხის ციხეში გადაიყვანეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, გარდაცვლილმა ილია დავითის ძე ხერხეულიძემ თბილისის ღარიბ მოსახლეობას 800 მანეთი უანდერძა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 ოქტომბერს თბილისის გამგეობამ ეგზარქოს ფლაბიანეს წმინდა ნიკოლოზის ტაძართან, ვერის სასაფლაოს მახლობლად, საზოგადო ბაღის გაშენების ნებართვა სთხოვა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ოქტომბრის “ცნობის ფურცლის” მიხედვით, ჩრდილოეთ კავკასიის ქართული სასულიერო სასწავლებლის მასწავლებელს გ. ნ. ფხაკაძეს კავკავის ქართულ მოსახლეობასთან საღვთისმეტყველო საუბრების გამართვა დაევალა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 29 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლის მასწავლებელი გიორგი ნათაძე კავკავის ქართული ეკლესიის მღვდლად დაინიშნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 25 ოქტომბერს სამტრედიაში მექუდე ბეს. ბექიას ფარდული გაძარცვეს, საიდანაც 400 მანეთის ღირებულების ქუდის ტყავი წაიღეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ოქტომბერს, გორის მაზრის საეკლესიო სკოლის მეთვალყურის, ბენიამინ კონტრიძის თაოსნობით სოფელ ფცაში სამრევლო წერა-კითხვის სკოლა აკურთხეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, ლევან ამირეჯიბმა სოფელ ფცის სამრევლო სკოლას შეშის მარაგი და შენობის გასამართად საჭირო მასალა შესწირა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, დავით ალექსანდრეს ძე ბაგრატიონმა სოფელ ფცის სამრევლო სკოლას დროებითი სარგებლობისთვის სახლი დაუთმო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 11 აგვისტოს კავკასიის მთავარმმართებლის თანაშემწემ, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრე ფრეზემ კავკასიის გამოფენა დაათვალიერა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მთავრობის განკარგულებით სიმამაცისთვის მედლებით დაჯილდოვეს ქუთაისის გუბერნიის პოლიციელები: ივანე წილოსანი, მერაბ გვალია და ზაურ ანჩაბაძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მთავრობის განკარგულებით სიმამაცისთვის მედლებით დააჯილდოვეს ქუთაისის გუბერნიის პოლიციელები ელეფთერ შალამბერიძე და იოსებ ხუციშვილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მთავრობის განკარგულებით სიმამაცისთვის მედლებით დააჯილდოვეს ქუთაისის გუბერნიის პოლიციელები: ეგნატე სტურუა, მარკოზ კობახიძე, ანდრია ჩერქეზოვი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 11 აგვისტოს კავკასიის მთავარმმართებლის თანაშემწეს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრე ფრეზეს კავკასიის გამოფენაზე უმასპინძლეს მთავარმმართებლის საბჭოს წევრმა სულთან კრიმ-გირეიმ, სამეურნეო ინსპექტორმა ვიქტორ გეევსკიმ და გამოფენის კომისარმა იოსებ ანდრონიკაშვილმა.
1838
ტიპი: გარდაცვალება
1838 წელს ცხუნკურის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი სიმონ შვანგირაძე გარდაიცვალა.
1836
ტიპი: გარდაცვალება
1836 წლის 22 მარტს ცხუნკურის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გრიგოლ სულაბერიძე გარდაიცვალა.