რეგისტრირებული ფაქტები71671
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1869
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1869 წლის 29 იანვარს ქუთაისის ერთ-ერთი ტრაქტირის ეზოდან გაიტაცეს აზნაურ ნიკოლოზ ლორთქიფანიძის ეტლში შებმული ცხენი, თუმცა ცხენის უყურადღებოდ მიტოვების ბრალდებით სასამართლომ თავად მეპატრონე დააჯარიმა.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 16 ივნისს ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტმა წარჩინებული სწავლისათვის ვერცხლის მედლით დააჯილდოვა სტუდენტი ანა პრონჩიშჩევა.
1869
ტიპი: გარდაცვალება
1969 წლის 18 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა კერძო განცხადება, რომელიც განსვენებული ქაიხოსრო თეთრაძის მემკვიდრეებს მოუწოდებდა, რწმუნებულ დ. ჩუბინოვისთვის წარედგინათ საბუთები სამემკვიდრეო თანხის, 70 თუმნის, მისაღებად.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წლის 20 ოქტომბერს ოზურგეთის მაზრის სასამართლოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ალექსი დავითის ძე მაჭუტაძის კუთვნილი მამულები ნიგოეთში, ჭყონაგორასა და მუხუთში, რომლებიც მეპატრონეს ვალის, 10 000 მანეთის, გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წლის 20 ოქტომბერს თელავის მაზრის სასამართლოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ალექსანდრე ანტონის ძე ყაზახოვის კუთვნილი მამული სოფელ რუისპირში, რომელიც მეპატრონეს ვალის, 2000 მანეთის, გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 13 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის კორესპონდენცია ზუგდიდში გამართული თავადაზნაურობის თავყრილობის შესახებ, რომელზეც განიხილეს სამეგრელოში სათავადაზნაურო ბანკის დაარსების საკითხი.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წლის 20 ოქტომბერს დუშეთის მაზრის სასამართლოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო დავით ზურაბის ძე ხიმშიევის კუთვნილი მამული სოფელ ბულაჩაურში, რომელიც მეპატრონეს ვალის, 1200 მანეთის, გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 26 სექტემბერს სოფელ ლიხნში იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა ახალი საყდრის საძირკველი აკურთხა.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 15 აგვისტოს ფოთში გამართულ რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებული სადილზე გრაფმა ვლადიმერ ლევაშოვმა განაცხადა, რომ მომავალი წლის მაისისთვის ფოთი-ქუთაისის პირდაპირი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა დასრულდებოდა.
1871
ტიპი: ღონისძიება
1871 წლის 11 ნოემბერს თბილისის ოლქის სასამართლომ განიხილა თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორის, ვლადიმერ ჟელეხოვსკის სარჩელი მესაათე მეკენშტოკის წინააღმდეგ, რომელსაც მოსარჩელე ქურდობაში სდებდა ბრალს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს წიგნებით დაეხმარნენ ოლღა გურამის ასული ამაშუკელი, იონა გრიგოლის ძე ბელიაშვილი და ეკატერინე ზაქარიას ასული წერეთელი-ოთხმეზურისა.
1867
ტიპი: ავტორობა
1867 წლის 7 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მიხეილ ბეთანიშვილის წერილი „ბიბლიოგრაფია“ დაწყებითი განათლების საკითხებსა და ისეთ ახალ გამოცემებზე, როგორებიც იყო: პეტრე უმიკაშვილის „ქართული ანბანი“, იაკობ გოგებაშვილის „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“ და გიორგი ერისთავის „თხზულებების“ პირველი ნაწილი.