საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92227

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 13 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, მატრონა იასეს ასული გოგიბედაშვილი იყო სოფიო ილარიონის ასულ გოგიბედაშვილის ქალიშვილი.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 13 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, მიშა იასეს ძე გოგიბედაშვილი იყო სოფიო ილარიონის ასულ გოგიბედაშვილის ვაჟი.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 13 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, საშა იასეს ძე გოგიბედაშვილი იყო სოფიო ილარიონის ასულ გოგიბედაშვილის ვაჟი.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 13 ნოემბერს სოფელ ზემო ხანდაკში სოფიო ილარიონის ასულ გოგიბედაშვილის წლის წირვა და პანაშვიდი გაიმართებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე თორაძის წერილი „პროლეტარიატი და კლასობრივი ბრძოლის კულტი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სპირიდონ კედიას წერილი „პერსპექტივაში“.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 14 ნოემბერს სოფელ წინანდლის ეკლესიაში სტუდენტ კოლა ნესტორის ძე ბაკურაძის გარდაცვალების ორმოცი დღის წირვას გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ მეუღლე ელისაბედ ოქროპირის ასული ფხაკაძე-ტაბიძე და შვილები − ტიციან, სვიმონ, სოფია, ქეთევან და იოსებ ტაბიძეები იუწყებიან, რომ იუსტინე სტეფანეს ძე ტაბიძის სულის მოსახსენიებლად წლის წირვა და პანაშვიდი გაიმართებოდა თბილისში, ქაშვეთის ტაძარში და ასევე საგვარეულო ეკლესიაში (ს.ჭყვიში).

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ნინა ტაბიძე იყო ტიციან ტაბიძის მეუღლე.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ნინა ტაბიძე იყო იუსტინე სტეფანის ძე ტაბიძის რძალი.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ქეთევან იუსტინეს ასული ტაბიძე იყო იუსტინე სტეფანის ძე ტაბიძის ქალიშვილი.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, სოფია იუსტინეს ასული ტაბიძე იყო იუსტინე სტეფანის ძე ტაბიძის ქალიშვილი.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, იოსებ იუსტინეს ძე ტაბიძე იყო იუსტინე სტეფანის ძე ტაბიძის ვაჟი.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, სვიმონ იუსტინეს ძე ტაბიძე იყო იუსტინე სტეფანის ძე ტაბიძის ვაჟი.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ტიციან იუსტინეს ძე ტაბიძე იყო იუსტინე სტეფანის ძე ტაბიძის ვაჟი.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ელისაბედ ოქროპირის ასული ფხაკაძე-ტაბიძე იყო იუსტინე სტეფანეს ძე ტაბიძის მეუღლე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 15 ნოემბრიდან ეკატერინე სერგოს ასული მესხი ხონის საოსტატო სემინარიასთან არსებული სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილებას მთავარი გამგეობიდან ვარლამ ბურჯანაძემ მისწერა, რომ ფილიალის ლიკვიდაციას წესდების თანახმად განყოფილების წევრთა საზოგადო კრება დამსწრეთა 2/3 ხმის უმრავლესობით ახდენდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა კოტე მაყაშვილის მოთხრობა წერილი „ნაცარქექია“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა რ. ინგილოს წერილი „კავკასიის მაჰმადიანები, ბოლშევიკები და მუსტაფა ქემალ ფაშა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16-26 ნოემბრის პერიოდში გაზეთ „ტემპის“ ჟურნალისტმა ინტერვიუ ჩამოართვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს საქართველო-რუსეთსა და საქართველო-ქემალისტურ თურქეთს შორის ურთიერთობებზე და ერთა ლიგაში შემავალ სახელმწიფოთა მიერ საქართველოს სუვერენიტეტის აღიარების აუცილებლობაზე (რუსულ და ფრანგულ ენებზე).

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, დავით სვიმონის ძე არჯევანიძე იყო გიორგი (გოგი) ბესარიონის ძე დვალიძის ბიძა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, დავით სვიმონის ძე არჯევანიძე იყო ვარო ანდრიას ასული არჯევანიძის მეუღლე.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ვარო ანდრიას ასული არჯევანიძისა იყო გიორგი (გოგი) ბესარიონის ძე დვალიძის დეიდა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, პოლიტიკოსი დავით გიორგის ძე ჩიქოვანი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ ანა ბესარიონის ასულ დვალიძე-ჩიქოვანისას მეუღლე.