რეგისტრირებული ფაქტები88149
სორტირება თარიღი მზარდობით
1934
ტიპი: ორგანიზაცია
1934 წელს გიორგი სამხარაძე გახდა საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის წევრი.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934-1935 წლებში გიორგი კაჭახიძე ჟურნალ „ოქტომბრელის” პასუხისმგებელი მდივანი იყო.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წელს კონსტანტინე მეძველია მიავლინეს მოსკოვში სამეცნიერო კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
1934
ტიპი: ორგანიზაცია
1934 წელს საბჭოთა მწერალთა კავშირში შესვლამდე თედო სახოკია ირიცხებოდა აკადემიურ კორპორაციაში.
1934
ტიპი: ორგანიზაცია
1934 წელს ნინო ტატიშვილი-ყიფიანისა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში გაწევრიანდა.
1934
ტიპი: ორგანიზაცია
1934 წელს დიმიტრი ხოშტარია (დუტუ მეგრელი) გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.
1934
ტიპი: ორგანიზაცია
1934 წელს საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირში შესვლამდე დუტუ მეგრელი ირიცხებოდა ქართველ მწერალთა კავშირში.
1934
ტიპი: ორგანიზაცია
1934 წელს საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირში შესვლამდე ნინო ყიფიანი ირიცხებოდა ქართველ მწერალთა ორგანიზაციაში.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს საბჭოთა კავშირის მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარიატის რწმუნებულმა ამიერკავკასიაში, ი. ბ. ჭიჭინაძემ ისაუბრა ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის მძიმე მრეწველობის 1934 წლის გეგმებზე.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წლის 3 იანვარს კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის კოლექტივი მ. გორკის სახელობის სამხატვრო თეატრის მუშაკთა მოწოდებით კავკასიის წითელდროშოვანი არმიის კულტურულ ლაშქრობაში ჩაება.
1934
ტიპი: ავტორობა
1934 წლის 4 იანვარს დავით შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს საფრანგეთიდან საქართველოში გაუგზავნა ღია ბარათი, რომელშიც წერდა შვილსა და ორსულ მეუღლეზე, რომლის სამსახურის გამოც მათ სახცოვრებელი ადგილი შეიცვალეს. ასევე შეატყობინა, როგორი წახალისება ჰქონდათ საფრანგეთში მასწავლებლებს შვილების გაჩენის შემთხვევაში.

