საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები79625

1983

ტიპი: ღონისძიება

1983 წელს გივი ლუარსაბის ძე კარბელაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში თავისი ისტორიული რომანი გაუგზავნა.

1983

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1983 წელს დავით ვაჩნაძე ნიუ-იორკში ცხოვრობდა.

1983

ტიპი: ავტორობა

1983 წელს სან-ფრანცისკოში ალექსანდრე სულხანიშვილის ბროშურა „რაზმის ცხოვრება საფრანგეთში“ გამოიცა.

1983

ტიპი: ავტორობა

1983 წლის შემოდგომაზე ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში აცბობა, რომ ნანახის, განცდილისა და იუნკერთა შესახებ მოგონებების წერა დაიწყო.

1983

ტიპი: ორგანიზაცია

1983 წელს კალე ზოსიმეს ძე სალია საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი იყო.

1983

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1983 წელს რევაზ ანდრიას ძე ჯაფარიძეს შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა.

1983

ტიპი: თანამდებობა

1983 წელს დავით შიოს ძე მინდელი სორის სამრევლო ეკლესიის მღვდელი იყო.

1983

ტიპი: ავტორობა

1983 წელს გამოცემულ ნაშრომში „რაჭა“ თამაზ ბერაძე ნიკორწმინდის კათედრის დაარსებას 1544 წლით ათარიღებს.

1982

ტიპი: ავტორობა

1982 წლის 12 დეკემბერს ნიკოლოზ მათიკაშვილი ალექსანდრე სულხანიშვილს სწერდა, რომ ვარშავიდან 25 კილომეტრში ცხოვრობდა, ჰქონდა პატარა ეზოიანი სახლი, ხეხილი, ჰყავდა 12 თვალი ფუტკარი, ქათმები და ზაფხულობით ბოსტანში მუშაობდა.

1982

ტიპი: ავტორობა

1982 წლის 12 დეკემბერს ნიკოლოზ მათიკაშვილი ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში სწერდა, რომ თავის შესაქცევად ხშირად ხატავდა სამშობლოს, მაგრამ პოლონეთში ზეთოვანი საღებავების შეძენა უჭირდა, არ იშოვებოდა.

1982

ტიპი: ავტორობა

1982 წლის 12 დეკემბერს ნიკოლოზ მათიკაშვილი ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში სწერდა, რომ თუ საქართველოდან მიღებულ გაზეთებში დაბეჭდილ წერილებს დაკვირვებით წაიკითხავდა კაცი, სწორი წარმოდგენა შეექმნებოდა იქაურ ცხოვრებასა და ვითარებაზე.

1982

ტიპი: გარდაცვალება

დიმიტრი ბენაშვილი გარდაიცვალა 1982 წლის 28 ივნისს თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

1982

ტიპი: გარდაცვალება

კალე ბობოხიძე გარდაიცვალა 1982 წლის 26 აპრილს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

1982

ტიპი: გარდაცვალება

გიორგი სამხარაძე გარდაიცვალა 1982 წლის 26 აპრილს.

1982

ტიპი: გარდაცვალება

სიმონ წვერავა გარდაიცვალა 1982 წლის 30 იანვარს.

1982

ტიპი: გარდაცვალება

პაპუნა წერეთელი გარდაიცვალა 1982 წელს.

1982

ტიპი: ღონისძიება

1982 წელს აკაკი ნესტორის ძე სურგულაძე საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა.

1982

ტიპი: ღონისძიება

1982 წლიდან ვახტანგ გივის ძე ჟორდანია აშშ-ში მოღვაწეობდა.

1982

ტიპი: ღონისძიება

1982 წელს ირაკლი ალექსანდრეს ძე გეჯაძეს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიანიჭეს.

1982

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1982 წელს ოთარ ვასილის ძე თაქთაქიშვილს ლენინური პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა.

1982

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1982 წელს ალექსანდრე ვასილის ძე შავერზაშვილს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

1981

ტიპი: გარდაცვალება

გრიგოლ ჩიქოვანი გარდაიცვალა 1981 წლის 26 ნოემბერს თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

1981

ტიპი: გარდაცვალება

ანა ღვინიაშვილი გარდაიცვალა 1981 წლის 27 ოქტომბერს.