საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88191

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 მაისს საშემსრულებლო კომიტეტის ბიუროს თავმჯდომარე თ. მახარაიამ წერილი გაუგზავნა წითელი გვარდიის მთავარ შტაბს მოთხოვნით, თავად ჩამოერთმიათ ცხენები რუსული კორპუსისთვის.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 4 ივნისს ტაბახმელადან დათა მაჭავარიანი საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა რევოლუციური პარტიის სამხედრო საბჭოს (ტფილისი, ლორის-მელიქოვის N 1 ტელეფონი 12-96) ავთანდილ ჯუღაშვილისადმი რაზმელების შეიარაღებასა და მათთვის ტანსაცმელით მომარაგებაში დახმარების სთხოვდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 29 მაისს პოლკის კომანდორი ბლიაშვილი ადასტურებდა, რომ მოწმობა ეკუთვნოდა პოლკიდან დროებით გარიცხულ პარტიზანს, ალექსანდრე ვეფხვაძეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 13 მაისს მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატების საშემსრულებლო კომიტეტის ბიურომ დაადგინა, გაერკვია ტ. საღირაშვილისა და ტ. მუხარინსკის დღესასწაულებზე მუშაობისთვის დამატებითი ხელფასების საკითხი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 24 მაისს თბილისის N1 სავაჭრო მაღაზიის მაყურებელმა ჯავახოვმა გაგზავნა წერილი (ტელეფონოგრამა N583) თბილისის დაცვის შტაბში, რომელშიც მის დაქვემდებარებაში არსებულ მაღაზიაზე თავდასხმას იტყობინებოდა და დახმარებას ითხოვდა. წერილს ხელს აწერდა ჯავახოვი, გადაეცა დუდაევს, მიიღო პერნოვსკიმ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 3 მაისს თბილისის შტაბმა სამსონიასა და სანაძეს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ითხოვდა, დროებით მიეღოთ ცერცვაძე იარაღის მარაგით, რომელიც მეორე დილამდე გორში უნდა გაგზავნილიყო.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის 1918 წლის 22 მარტის ცნობით, ნიკოლოზ აპოლონის ძე პალავსკი იყო 27-2 კავკასიის მსროლელი პოლკის 1-ელი ბატალიონის კომანდორი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 25 იანვარს ორდუბატიდან ინჟინერმა ტრესკინსკიმ მისწერა ინჟინერ სბორშჩიკოვს, რომ ამიერკავკასის კომისარიატმა განკარგვისთვის გადასცა მენარდეების – იშხანოვისა და ბაბაევის თხოვნა, ყველა მენარდემ თავისი წრიდან ორი ან სამი პირი შეარჩიოს და მათ სომეხ მოსამსახურეებთან ერთად, ათისთავების – ავაქოვისა და აგახანოვის თანხლებით თბილისში წავიდნენ ანგარიშის მისაღებად. მუშა დელეგატებს მატარებლით მგზავრობის ხარჯებს მენარდეები აუნაზღაურებენ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს სასულიერო პირი ფეოდორ რაბინსკი მსახურობდა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს კონსტანტინე ტიმოფეევი ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში მებაღედ მუშაობდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ბესარიონ ხუბაშვილი მუშაობდა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში მემანქანედ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს სერგეი ტოპორკოვი მუშაობდა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში მემანქანედ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ანა ბალკინა მუშაობდა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში მრეცხავად.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს აგაია დერგაჩევა მუშაობდა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში მრეცხავად.