რეგისტრირებული ფაქტები88235
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს პრაპორშიკი პეტრე ივანეს ძე არტამანოვი დაექვემდებარა ჩარიცხვას ახლად ფორმირებულ ნაწილში, ბაქოს გუბერნიის ქალაქ შემახაში. ხელი მოაწერეს ამიერკავკასიის შტაბის სამხედრო რაიონის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ერმალოვმა, დაამოწმა უფროსმა ადიუტანტმა, პოდპოლკოვნიკმა ივანოვმა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 7 სექტემბერს მეუღლისადმი გაგზავნილ წერილში ოლივერ უორდროპმა აღნიშნავდა, რომ გენერალი კორი თბილისიდან მან გააცილა. მის გასაცილებლად ქუჩის გასწვრივ, ორი მილის მანძილზე, სამხედროები იდგნენ, მინისტრები კი სადგურში ელოდებოდნენ. ქართველებმა მისი სადღეგრძელო დალიეს და იმედი გამოთქვეს, რომ სამუდამოდ არ ემშვიდობებოდნენ.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 5 სექტემბერს მეუღლისადმი მიწერილ წერილში, ოლივერ უორდროპი იტყობინებოდა, რომ იგი შეხვდა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ უსუბეკოვს, რომელიც ძალიან სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა. მისი შეფასებით, უსუბეკოვი თავაზიანი, შესანიშნავი იუმორით დაჯილდოებული პიროვნებაა, რომელიც დასავლელს უფრო ჰგავდა, ვიდრე აღმოსავლელს.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 5 სექტემბერს მეუღლისადმი მიწერილ წერილში, ოლივერ უორდროპი იტყობინება, რომ მამუკა ორბელიანი საქართველოს სამხედრო საბჭომ ოლივერ უორდროპის მისიას მიამაგრა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 5 სექტემბერს ოლივერ უორდროპი მეუღლეს წერილით ატყობინებდა, რომ ინგლისის სარდლობის გენერალმა ჯორჯ ნორთონ კორიმ მის საპატივსაცემოდ ვახშამი გამართა, სადაც მის ქვეშევრდომ გენერლებსა და სხვა სამხედროებს შეხვდა. ვახშამს ასევე ესწრებოდნენ ამერიკელი პოლკოვნიკი უილიამ ჰასკელი და მისი მეუღლე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს წითელი გვარდიის მთავარმა შტაბმა წითელგვარდიელ დავით ხუციშვილის სახელზე ხელწერილის გაცემა ითხოვა მე-2 ბატალიონისთვის 2 კასრი წყლის სატარებელად. ცისტერნები იყო ავლაბარში, საჯინიბოში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 მარტს პავლე ივანეს ძე გოროშენკოს მიეცა მოწმობა იმის შესახებ, რომ ის ოფიცერ-ჩინოვნიკების საერთო ყრილობაზე კავკასიის საომარი შტაბის ჯარისკაცთა და თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატად აირჩიეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 მარტს ლეონიდ ალექსანდრეს ძე გოლუბკინს მიეცა მოწმობა იმის შესახებ, რომ ის კავკასიის საომარი შტაბის ჯარისკაცთა და ოფიცერ-ჩინოვნიკების საერთო ყრილობაზე თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატად აირჩიეს.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 18 მაისს საგანგებო საგამოძიებო კომისიამ წითელი გვარდიის უფროსს ტელეგრამა გაუგზავნა თხოვნით, წითელგვარდიელი სიმონ ალასანიასთვის დავალება მიეცათ, 22 მაისს, დილის 11 საათზე, დასაკითხად გამოცხადებულიუყ კომისიის შენობაში (ერმალოვის ქ. N9). წერილს ხელს აწერდა კომისიის წევრი გ. იომარჯიძე, გადასცა ბუტკოვსკიმ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 30 მაისს წითელი გვარდიის უფროსს, ვალერიან ჯუღელს, თბილისის საგანგებო საგამოძიებო კომისია სთხოვდა სასწრაფოდ გაეგზავნა სოხუმში დაპატიმრებულ პეტრე გერასიმეს ძე თარხანოვსა და სხვ. მის ხელში არსებული მასალები. განცხადებას ხელს აწერდა თბილისის საგანგებო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ბროდსკი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 მაისს მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატების საშემსრულებლო კომიტეტის ბიურომ დაადგინა, გაერკვია ტ. საღირაშვილისა და ტ. მუხარინსკის დღესასწაულებზე მუშაობისთვის დამატებითი ხელფასების საკითხი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 24 მაისს თბილისის N1 სავაჭრო მაღაზიის მაყურებელმა ჯავახოვმა გაგზავნა წერილი (ტელეფონოგრამა N583) თბილისის დაცვის შტაბში, რომელშიც მის დაქვემდებარებაში არსებულ მაღაზიაზე თავდასხმას იტყობინებოდა და დახმარებას ითხოვდა. წერილს ხელს აწერდა ჯავახოვი, გადაეცა დუდაევს, მიიღო პერნოვსკიმ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 მაისს თბილისის შტაბმა სამსონიასა და სანაძეს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ითხოვდა, დროებით მიეღოთ ცერცვაძე იარაღის მარაგით, რომელიც მეორე დილამდე გორში უნდა გაგზავნილიყო.

