საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1214

ფილტრი:
ფაქტის ტიპი სტატუსი

1885

ტიპი: სტატუსი

1885 წლის 20 აპრილის „დროების“ ცნობით, დიმიტრი ჭალაგანიძე მგალობელი იყო.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წელს ვლადიმერ ავაკუმის ძე სულაქველიძე პოლკოვნიკი იყო.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი თუმანიშვილი პოლიტიკური მრწამსით კონსტიტუციური დემოკრატი იყო.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი თუმანიშვილი სარწმუნოებით გრიგორიანი იყო.

1929

ტიპი: სტატუსი

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მოსე ჯანაშვილის მამა, გიორგი ჯანაშვილი იყო ღარიბი ინგილო გლეხი.

1898

ტიპი: სტატუსი

1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ფლაბიანე გოროდეცკი საქართველოს ეგზარხოსი იყო.

1940

ტიპი: სტატუსი

1940 წელს არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვის მამა იყო გლეხი.

1898

ტიპი: სტატუსი

1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნიკოლოზ წულუკიძე ხობის კათალიკოსი იყო. მისი ფერსკა ხობის ტაძრის ჩრდილოეთის კედელზე იყო განთავსებული.

1898

ტიპი: სტატუსი

1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ილარიონ წულუკიძე ხობის კათალიკოსი იყო.

1962

ტიპი: სტატუსი

1962 წელს ივანე შაიშმელაშვილს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.

1949

ტიპი: სტატუსი

1949 წელს ივანე შაიშმელაშვილს პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.

1885

ტიპი: სტატუსი

1885 წლის 14 ივლისის „დროების“ ცნობით, ჯეიმს სონდერსი მეცნიერი იყო.

1885

ტიპი: სტატუსი

1885 წლის 14 ივლისის „დროების“ ცნობით, დელივრონი მეცნიერი იყო.

1885

ტიპი: სტატუსი

1885 წლის 13 ივლისის „დროების“ ცნობით, იონოვიჩი სერბი მხატვარი იყო.

1901

ტიპი: სტატუსი

1901 წელს გორის მაზრის თავად გიორგი ბაგრატიონ-დავითიშვილსა და დუშეთის მაზრის თავად გ. ა. ყარანგოზაშვილს კამერ-იუნკერის წოდება მიენიჭათ.

1878

ტიპი: სტატუსი

1878 წლის 6 იანვრის „დროების“ ცნობით, მოსე გიორგის ძე დუმბაძე აზნაური იყო.

1898

ტიპი: სტატუსი

1898 წლის 11 თებერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, სამსონ თოფურია ქუთაისის საავადმყოფოს დირექტორი იყო.

1905

ტიპი: სტატუსი

1905 წლის 7 აპრილის ,,ცნობის ფურცლიდან" ვიგებთ რომ, ს.გ ფარეშოვი იყო თამამშევების ქარვასლის ვაჭარი.

1867

ტიპი: სტატუსი

1867 წლის 14 აპრილს კავკასიის სამხედრო მმართველობის დადგენილებით კავკასიის არმიის მთავარმართებლის ადიუტანტს, თავად ნაკაშიძეს, შტაბს-კაპიტნის წოდება მიენიჭა.

1905

ტიპი: სტატუსი

1905 წლის 20 მარტის ,,ცნობის ფურცლის" მიხედვით, ავეჯის ხელოსანი იოსებ მაჭავარიანი ელისაბედის ქუჩა N19-ში მუშაობდა.

1905

ტიპი: სტატუსი

1905 წლის 20 მარტის "ცნობის ფურცლის" მიხედვით, 18 მარტს ქუთაისის რკინიგზის უფროსს, მერკულოვს თავს დაესხნენ და 6644 მანეთი გასტაცეს. თავდამსხმელები მალევე დააკავეს.

1878

ტიპი: სტატუსი

1878 წლის 9 აპრილის „დროების“ ცნობით, კუზნეცოვი მწერალი იყო.

1898

ტიპი: სტატუსი

1898 წლის 13 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ვასილ როინაშვილისა და გაიანე წიკლაურის შეტყობინება ნათესავებისა და ნაცნობებისადმი, რომლის თანახმად, 14 ნოემბერს დიდუბის ეკლესიაში, ალექსანდრე როინაშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1964

ტიპი: სტატუსი

1964 წლიდან სოლომონ ხუციშვილს ჰქონდა ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

1956

ტიპი: სტატუსი

1956 წელს თედო სახოკია აღნიშნავდა, რომ მისი ოჯახი სასულიერო წოდებას განეკუთვნებოდა.