რეგისტრირებული ფაქტები17590
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: თანამდებობა
გრიგოლ ქუთელია 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე როტმისტრის ჩინით მსახურობდა კავალერიის პირველ სასაზღვრო პოლკში, თურქეთის ფრონტზე. დამოუკიდებლობის პერიოდში მსახურობდა თბილისში, პოდპოლკოვნიკის ჩინით. გასაბჭოების შემდეგ მსახურობდა სამხედრო კომისარიატში „ჩონის“ ნაწილში. ის იყო უპარტიო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს მიხეილ ანჩაბაძემ თავი დაანება სამხედრო სამსახურს და სოხუმში დაბრუნდა.
1934
ტიპი: თანამდებობა
ა. კეკელია 1934 წელს საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის სასოფლო-სამეურნეო განყოფილების გამგე იყო.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს თბილისის საბჭოს პლენუმმა საბჭოს წინაშე მდგარი ამოცანების არაბოლშევიკურად გადაჭრისთვის თანამდებობიდან გაათავისუფლა ბაგრატ მაჩაიძე და თბილისის საბჭოს თავმჯდომარედ აირჩია ვალერიან ბაქრაძე.
1934
ტიპი: თანამდებობა
საკავშირო კპ (ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის დადგენილებით, გაზეთის "На рубеже востока" დაუდევარი გაძღოლისა და მასში დაშვებული შეცდომებისათვის გაზეთის რედაქტორი დუდუჩავა სამსახურიდან მოხსნეს. გაზეთის ხელმძღვანელად შეთავსებით დაამტკიცეს ვ. გრიგორიანი.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს ერმილე ბედია იყო საკავშირო კ პ.(ბ) ა -კ სამხარეო კომიტეტის კულტურისა და ლენინიზმის პროპაგანდის განყოფილების გამგე.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს სტეფანე ბროდოვსკი ლატვიაში სსრკ-ის სრულუფლებიანი წარმომადგენელი იყო.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს სერგო ქავთარაძე რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა, ხოლო ალექსანდრე სალარიძე — მდივნად.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს შეიქმნა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის საგანგებო დანიშნულების ნაწილი, რომლის უფროსად მიხეილ (ვალოდია) ხუტულაშვილი დაინიშნა. მას სამხედრო საქმეთა კომისრისა და არმიის უფროსის მოადგილის უფლებები მიენიჭა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 21 მარტს მუშაობას შეუდგნენ ჯანმრთელობის სახალხო კომისრის მოადგილე პოლიევქტო კიკალიშვილი და მდივანი ელიაშვილი.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს ს. კუდრიავცევი საკავშირო კპ (ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის მდივანი იყო.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს ალექსანდრე მაჭავარიანი თბილისის სასწრაფო დახმარების სპეციალური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს ალექსანდრე სტეფანეს ძე ალადაშვილი თბილისის სასწრაფო დახმარების სპეციალური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების გამგედ მუშაობდა.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს სსრ კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, გრიგორ სოკოლნიკოვი სხვა სამუშაოზე გადასვლის გამო საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს სსრ კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ლევ კარახანი სხვა სამუშაოზე გადასვლის გამო საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
ივანე ცომაია მთავარი შტაბის განკარგულებით დაინიშნა თბილისის გვარდიის ბატალიონის უფროსად. იბრძოდა დენიკინის წინააღმდეგ;
1918
ტიპი: თანამდებობა
ივანე ცომაია გურიის სოციალ-დემოკრატიის ცაკ-ის მოთხოვნით დაინიშნა გურიის გვარდიის ბატალიონის უფროსად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს, მენშევიკური მთავრობის დროს,ივანე ცომაია მეოთხე ქვეით პოლკში I ბატალიონის უფროსად მსახურობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
გიორგი ალექსის ძე სალუქვაძე მენშევიკური მთავრობის დროს ოზურგეთის თვითმმართველობაში მუშაობდა.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წლის 8 მაისს თბილისის ორგანიზაციის სტალინის სახელობის რაიკომის პლენუმზე რაიკომის ბიუროს წევრობის კანდიდატად დაასახელეს ოგანეზოვი, ხოლო ალექსი ყამარაული გამოიყვანეს რაიკომის შემადგენლობიდან..

