საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები3364

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1882

ტიპი: განათლება

1882 წელს ილია ოდიშელიძემ თბილისის კადეტთა სასწავლებელი დაასრულა.

1882

ტიპი: განათლება

1882 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, განიხილეს ქუთაისის სკოლის ინსპექტორის ანგარიში და მოსაზრება მზრუნველთა საბჭოსთან მოვალეობათა გამიჯვნის შესახებ.

1882

ტიპი: განათლება

1882 წლის აგვისტოში ვასილ კოპტონაშვილი შევიდა ნიკოლოზის სახელობის ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, სადაც მეორე კლასში მიიღეს.

1882

ტიპი: განათლება

1882 წლის პირველ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში სწავლობდნენ: იორდანე მეგრელიშვილი, სიმონა მეგრელიშვილი, ვასილ კაკაბაძე, მიხაკო შევარდენიძე, ალფეზი ღლონტი, დიმიტრი ხარჩილავა, ფილიმონ ჟვანია, გიორგი ქავჟარაძე და ა. საულიდი.

1882

ტიპი: განათლება

1882 წლის 1-ლ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრეცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში სწავლობდნენ: კოსტა მიმინოშვილი, ანდრია გრიგოლავა, დავით საბაშვილი, ალექსანდრე საბაშვილი, ვლადიმერ მითაიშვილი, სტეფანე კაკაბაძე, სამსონ მაქანდაროვი, იოსებ შევარდენიძე და ნიკო ქაჯაია.

1882

ტიპი: განათლება

1882 წლის 23 ოქტომბერს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ბათუმის სკოლის დირექტორ მოსე ნათაძეს მშობლების თხოვნის საფუძველზე სკოლაში რუსული ენის მეორე კლასიდან სწავლებას დათანხმდა.

1883

ტიპი: განათლება

1883 წელს დავით ვახვახიშვილი თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლე იყო.

1883

ტიპი: განათლება

1883 წელს ქარუმიძე თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლე იყო.

1883

ტიპი: განათლება

1883 წელს სერგო მღებრიშვილი თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლე იყო.

1883

ტიპი: განათლება

1883 წელს სპირიდონ იოსების ძე ვაწაძემ პეტერბურგის სამედიცინო აკადემია დაამთავრა.

1883

ტიპი: განათლება

1883 წელს კონსტანტინე ნიკოლაძემ დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი.

1883

ტიპი: განათლება

1883 წელს კონსტანტინე ნიკოლაძემ თბილისის რეალური სასწავლებელი დაამთავრა.

1883

ტიპი: განათლება

1883 წელს პეტერბურგში ჩასული კონსტანტინე ნიკოლაძე მაზინგის უმაღლეს კურსებზე მოეწყო.

1883

ტიპი: განათლება

1883 წელს იაკობ ფანცხავამ ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის სრული კურსი დაამთავრა.

1883

ტიპი: განათლება

1883-89 წლებში იაკობ ფანცხავა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა.

1883

ტიპი: განათლება

1883-1889 წლებში, ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლის პერიოდში, იაკობ ფანცხავა თავისუფალ დროს მთლიანად კლასგარეშე წიგნების კითხვას უთმობდა.

1883

ტიპი: განათლება

იაკობ ფანცხავას ავტობიოგრაფიის თანახმად, 1883-1889 წლებში მას ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლა მეტად უადვილდებოდა და თავისუფალი დროც ბევრი ჰქონდა.

1883

ტიპი: განათლება

იაკობ ფანცხავას ავტობიოგრაფიის თანახმად, 1883-1889 წლებში ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლა მისთვის სასულიერო სასწავლებელში მიღებული ცოდნის გამეორება იყო.

1883

ტიპი: განათლება

1883 წელს ვასილ კოპტონაშვილმა დაამთვარა თბილისის ნიკოლოზის სახელობის ორკლასიანი სამოქალაქო სასწავლებელი.

1883

ტიპი: განათლება

1883-1887 წლებში ლადო ხმალაძე გორის სამაგალითო სკოლის მოსწავლე იყო.

1883

ტიპი: განათლება

1883-1889 წლებში ქუთაისის გიმნაზიაში იაკობ ფანცხავა განსაკუთრებული სიბეჯითით მსოფლიო ისტორიას სწავლობდა.

1883

ტიპი: განათლება

შიო არაგვისპირელის პირველი მასწავლებელი, რომელმაც მას სწავლა შეაყვარა 1883 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაბარების შემდეგ, ვასილ ბარნოვი იყო.

1883

ტიპი: განათლება

1883 წელს გამოცდის შემდეგ შიო არაგვისპირელი თბილისის სასულიერო სემინარიაში მიიღეს.

1883

ტიპი: განათლება

1883 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში შიო არაგვისპირელთან ერთად ჩარიცხულთაგან ყველაზე მეტი მოსწავლე ქუთაისიდან იყო.

1883

ტიპი: განათლება

შიო არაგვისპირელის თქმით, 1883-1889 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში ჯოჯოხეთური პირობები იყო.