საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები3350

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1870

ტიპი: განათლება

შიო მღვიმელმა ანბანი და წერა-კითხვა 1870-იან წლებში სოფელ შილდაში ისწავლა.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში თედო სახოკიას პირველი მასწავლებელი, პოლონელი ქალი, რუსულად ასწავლიდა მას.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში დუტუ მეგრელს დედამ მხედრული და ხუცური ასწავლა.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში დუტუ მეგრელი აბაშიძეების შვილებთან ერთად სწავლობდა.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში დუტუ მეგრელი სუჯუნასა და ძირულას სკოლებში სწავლობდა.

1870

ტიპი: განათლება

1870 წელს ვასილ გაბაშვილმა თბილისის კლასიკური გიმნაზია დაასრულა.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში დავით ართმელაძემ დაწყებითი განათლება ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში მიიღო.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში ვარდენ წულუკიძემ განათლება მიიღო თბილისის კადეტთა კორპუსის სასწავლებელში.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში ივანე ციციშვილმა დაწყებითი განათლება მიიღო გიმნაზიაში.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში ივანე ყაზბეგმა სანკტ–პეტერბურგის 1-ელი სამხედრო გიმნაზია დაასრულა.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში ივანე ყაზბეგმა კონსტანტინეს მე–2 სამხედრო სასწავლებელი და ოფიცერთა საარტილერიო სკოლა დაასრულა.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში დავით მაჭავარიანმა დაწყებითი განათლება მიიღო რეალურ სასწავლებელში.

1869

ტიპი: განათლება

1869 წლის 13 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სოფიო დანიელოვას განცხადება თბილისში ენების შემსწავლელი სკოლის დაარსების შესახებ, სადაც ორივე სქესის ახალგაზრდები დაეუფლებოდნენ რუსულ, ფრანგულ და გერმანულ ენებს.

1869

ტიპი: განათლება

1869 წლის 1-ელ თებერვალს ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი წარმატებით დაასრულეს მარიამ მოსევიჩმა, ნადეჟდა ნაზრდიოვამ, ნინა ნესტოროვამ, იულია ცარუპამ, ოლგა ზლობინამ, ალექსანდრა ფოლკულმანმა, ლიდია ბოტიუგინამ, ელისაბედ ბაბარიკინამ, დომინიკა მერცინსკამ, ქათუია ქალანდაროვამ და მარიამ სარაჯოვამ.

1869

ტიპი: განათლება

1869 წელს ივანე როსტომაშვილმა მიიღო სწავლის მოწმობის საბუთი.

1869

ტიპი: განათლება

1869 წელს ივანე როსტომაშვილი სახელმწიფო ხარჯზე მიიღეს დედოფლისწყაროს სამხედრო სკოლაში.

1869

ტიპი: განათლება

1869 წელს 11 წლის კონსტანტინე სვიმონის ძე მესხი სწავლის გასაგრძელებლად ქუთაისიდან თბილისის რეალურ სასწავლებელში გადავიდა.

1869

ტიპი: განათლება

1869 წელს 11 წლის კონსტანტინე სვიმონის ძე მესხი სწავლის გასაგრძელებლად ქუთაისიდან თბილისის რეალურ სასწავლებელში გადავიდა.

1868

ტიპი: განათლება

1868-1869 წლებში სტეფანე ზარაფიშვილი სტუდენტების საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის პეტერბურგის უნივერსიტეტიდან გარიცხეს.

1868

ტიპი: განათლება

1868 წელს ალექსი მირიანაშვილმა სიღნაღის სამაზრო სასწავლებელში დაიწყო სწავლა.

1868

ტიპი: განათლება

1868 წელს ალექსი მირიანაშვილი სიღნაღის სამაზრო სასწავლებელში მიმდინარე სწავლების მეთოდებს მოძველებულად თვლიდა.

1868

ტიპი: განათლება

1868 წელს თევდორე კიკვაძის დედამ წერა-კითხვა არ იცოდა.

1867

ტიპი: განათლება

1867 წლის ნოემბერში სოფრომ მგალობლიშვილმა კონსტანტინე მამაცაშვილისა და პედაგოგ თომა ტურიაშვილის დახმარებით სემინარიაში სახელმწიფო დაფინანსებით დაიწყო სწავლა.

1867

ტიპი: განათლება

1867 წლის 6 აგვისტოს სოფრომ მგალობლიშვილმა ფეხი მოიტეხა და თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის დაწყება დააგვიანდა.

1867

ტიპი: განათლება

1867 წელს სოფრომ მგალობლიშვილმა გორის სასულიერო სასწავლებელში მეოთხე კლასი დაასრულა.