საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები31318

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

ტიპი: ღონისძიება

სასოფლო-სამეურნეო კამპანიასთან დაკავშირებით, საქართველოს ჯანსახკომმა ჭიათურის რაიონში 10 დღით მიავლინა სანიტ-პროფილაქტიკური თეატრი ს. წერეთლის ხელმძღვანელობით. თეატრმა ჯანმრთელობის საკითხებზე წარმოდგენები დადგა და ლექციები გამართა.

ტიპი: ღონისძიება

სახელმწიფო თეატრში საქველმოქმედო მიზნით გაიმართა მოხსენებათა დილა. მოხსენებები ეხებოდა დენიკინის განზრახვას ამიერკავკასიის რესპუბლიკების წინააღმდეგ გამოლაშქრების შესახებ. მოხსენებით გამოვიდნენ როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის მხრიდანაც. თავის გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრი გეგეჭკორი ხალხს უმტკიცებდა, რომ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა შეიარაღებული დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად. ასევე აღინიშნა დენიკინის წარმომადგენლის, ინგლისელი გენერლის არაობიექტური დამოკიდებულება.

ტიპი: ღონისძიება

დღის პირველ საათზე საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა კირიონ II-მ, თბილელი მიტროპოლიტი ლეონიდეს, ურბნელი დავითის და თბილელი სამღვდელოების თანამწირველობით, სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა სიონის ტაძარში საქართველოს დამოუკიდებლობის გამო.

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს შესდგა კრება უმთავრეს სახელოსნოს, ტელეგრაფის სახელოსნოს, უმთავრეს მასალის საწყობის და თბილისის დეპოს პროფესიონალურ კავშირის სექციებისა, რკინის გზის მთავარ სახელოსნოს ყოფილ ადგლობრივ აღმასრულებელ კომიტეტის შენობაში. მთავარი საკითხი იყო უმთავრეს სახელოსნოს სექციის პრეზიდიუმის და სარაიონო გამგეობის და მისი პრეზიდიუმის წევრთა არჩევნები. კრება გახსნა ამხ. მიხეილ ძამანაშვილმა

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის დამლევს, მას შემდეგ, რაც გენერალმა მაზნიაშვილმა არტილერია გააგზავნა მახათას მთისა და სოღანლუღის ქედის დასაკავებლად, იგი გაემართა სამხედრო სკოლისაკენ სადაც თავი მოუყარა ხევსურთა დანაყოფებს (ოთხასამდე კაცი) და თავისუფალ ჯარისკაცებს კაპიტან ჯაფარიძის სუდენტთა ათასეულიდან და გაგზავნა არტილერიის დასაცავად თავად კი ისევ მთავრობის თავმჯდომარესთან გაემართა საქმის ვითარების მოსახსენებლად. მოხსენების შემდეგ იგი შეუერთდა არტილერიას მახათას მტაზე. საჭირო ზომებისა და ულტიმატუმის თავის დროზე წარდგენის გამო, მტრის ეშელონები მთავრობის გადადგომის ნაცვლად სურსათს, ტანისამოსსა და ცხენის საკვებს დასჯერდნენ და ბაქოსკენ გასწიეს, თუმცა მთავრობა კვლავაც შიშობდა, რომ ეშელონებს შეეძლოთ ფოილოს ხიდთან გადმოსხდომა და თბილისზე იერიშის მიტანა.

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 მარტს სამტრედიაში ყოველ საათში მოდიოდა ბათუმის ფრონტიდან მოტაცებული ქონებით დატვირთული მატარებლები, რომლებიც მთლად გადაჭედილი იყო ფრონტიდან გამოქცეული ქართველი ჯარისკაცებით. ისინი არწმუნებდნენ გენერალ მაზნიაშვილს, რომ თავიანთი ნაწილებიდან სამხედრო ქონების დასაცავად იყვნენ მივლინებული. სადგურ სამტრედიის კომენდანტი, საპიორის ოფიცერი კაპიტანი შენგელია ცდილობდა შეეჩერებინა გამოქცეული ჯარისკაცები, მაგრამ საკმარისი ძალების არ ყოლის გამო, ვერაფერს გახდა. გამოქცეული ჯარისკაცები თავიანთ სოფლებსა და სხალებში გარბოდნენ და თან მიჰქონდათ სახაზინო სამოსი, იარაღი და მოკაზმულობა.

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს ჯანდიერის სიკვდილის გამო, ჯარისკაცებმა გამოარკვიეს ვინ მოკლა ის და ლეკების დღესასწაულ ბაირამობაზე, როდესაც ყველანი მეჩეთში იყვნენ წასულები 15 კაცი სოფელს თავს დაესხა სამი მათგანი, რომელთაც მკვლელობა ჩაიდინეს დაიჭირეს, მეოთხემ დაღესტანში გადასვლა მოასწრო და წაიყვანეს მათი სახლების გასაჩხრეკად ერთმა ლეკმა დრო იხელთა და სახლში ყოფნისას ცულს ხელი დაავლო და ერთ -ერთ ჯარისკაცს ჯუგუ დადიანს მოუღერა, რომელიც ძლივს გადარჩა სიკვდილს რომ არა ალექსანდრე სულხანიშვილი. მან მოკლა ლეკი იარაღით. განვითარებული მოვლენების გამო საქართველოში დანიშნული მთავარი კომისარი, გოგი ხიმშიაშვილთან ერთად თბილისიდან გამოგზავნეს

ტიპი: ღონისძიება

პირველ კავკასიურ კინემატოგრაფისტთა ამხანაგობა „კინოსოიუზის“ მიერ ორგანიზებულ კინომექანიკოსთა კურსებზე ლექციების წასაკითხად მოიწვიეს ინჟინერ-მექანიკოსი ვალერიან გულიანიცკი და ინჟინერ-რადიოტექნიკოსი ვსევოლოდ მასალოვი.

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის ნოემბერში განსაკუთრებულმა საგამოძიებო ცენტრალურმა სამმართველომ ამიერკავკასიის სამხედრო წარმოების შესახებ 1 სექტემბერს აიღო თავის საწარმოს "ქვანახშირის" ტყიბულის სამთოწარმოების შესახებ მასალა. აღმოჩნდა, რომ საზოგადოებამ დაუშვა შეცდომები, რასაც შეეძლო მომავალში გამოუსწორებელი შედეგები ქონოდა . კომისია მიიჩნევდა ჩატარებულიყო დეტალური გამოკვლევა. რის გამოც რაიონული კომიტეტის წარმომადგენლად დაინიშნა ინჟინერი ნ.ნ. ანდრეევი.

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის თებერვალში გაიმართა განათლების მუშაკთა მესამე ყრილობა, სადაც „პროფ. ნუცუბიძემ კმაყოფილებით აღნიშნა სახ. გან. კომ.-ის (კერძოდ, კომისარ დავით კანდელაკის) განცხადება იმის შესახებ, რომ საქ. უნივერსიტეტმა გაამართლა მასზე დამყარებული იმედები.“

ტიპი: ღონისძიება

ვანო და გაიანე დავითაშვილების ორივე ვაჟი ომში დაიღუპა. არჩილის საფლავი ვერ მოიძებნა, მარლენი კი უკრაინაში დაკრძალეს.

ტიპი: ღონისძიება

თელავში წმ. ნინოს სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს პირი თელავის ქალაქის თავს წერს, რომ სამინისტროს საწინააღმდეგო არაფერი აქვს თავისუფალ საათებში სომეხთა გიმნაზიას დაეთმოს სასწავლებლის შენობა.ეს საკითხი მოეგვარებინათ ქალაქის თავთან შეთანხმებით. 1918 წლის 24 ოქტომბერს ხელს აწერს განათლების მინისტრი გ.ლასხიშვილი.

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს მუზეუმის დირექტორის მიერ გაცემული თავისუფალი დღეების წიგნაკის მიხედვით ქრისტინე შარაშიძე ისვენებდა 22 იანვარს, 1 და 2 მაისს და 7 და 8 ნოემბერს.

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 დეკემბერს, ტერ-აბრამოვს, ნავთობის საბითუმო საწყობის მფლობელს , შრომის სამინისტრო უგზავნის წერილს, რომ მან გასცეს კურიერზე ტალონის შესაბამისი რაოდენობის ნავთი.

ტიპი: ღონისძიება

საქართველოში სომხებმა მოაწყეს ოსმალეთის წინააღმდეგ მანიფესტაცია, სადაც სიტყვით გამოვიდა დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე ალექსანდრე ლომთათიძე.

ტიპი: ღონისძიება

ნიკოლოზ მიწიშვილის სტატიის მიხედვით, ბენია ჩხიკვიშვილმა დახურა ბათუმის ერთადერთი ქართული გაზეთი – „მთლიანი საქართველო“ ტიციან ტაბიძის წერილის, „ირრედენტას“ გამო.

ტიპი: ღონისძიება

გრიგოლ რობაქიძის პიესა „ლონდა“ დასაბეჭდად გადაეცა სახელმწიფო გამომცემლობას.

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში ალექსანდრე წუწუნავა დგამდა გრიგოლ რობაქიძის პიესას „ლონდა“. მთავარი როლები უნდა შეესრულებინათ ელენე დონაურს და მარიამ დავითაშვილს.

ტიპი: ღონისძიება

ნიკოლოზ მიწიშვილმა გამოსცა ქართველი პოეტების წიგნი რუსულად, თარგმანზე მუშაობდნენ: სერგეი რაფალოვიჩი, ოსიპ მანდელშტამი, ვალერიან გაფრინდაშვილი, სერგეი გოროდეცკი და სხვები.

ტიპი: ღონისძიება

ალექსანდრე მირზოევმა განათლების კომისარიატთან დაარსებულ აღმოსავლეთ ხელოვნების შემსწავლელ ინსტიტუტს გადასცა ბინა და ბიბლიოთეკა.

ტიპი: ღონისძიება

ალექსანდრე აბაშელმა აღწერა ბინა და ბიბლიოთეკა, რომლებიც განათლების კომისარიატთან არსებულ აღმოსავლეთ ხელოვნების შემსწავლელ ინსტიტუტს გადაეცა.

ტიპი: ღონისძიება

ტიციან ტაბიძისა და გიორგი ლეონიძის რედაქტორობით გამოიცა წიგნი „რევოლუციის პოეტები“.

ტიპი: ღონისძიება

იაკობ ნიკოლაძემ გამოაქანდაკა შოთა რუსთაველის ბიუსტი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისთვის.

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 ივნისს ს. დიდ ჯიხაიშში გამართული ადგილობრივი საბჭოს სხდომაზე მოხსენება წაიკითხა ფრონტის დამხმარე კომისიის წევრმა ლ. დარსაველიძემ. გაირკვა, რომ „ფრონტის დღეს“ კომისიას 18 000 მან შეუგროვებია ფულად და სხვადასხვა ნივთების სახით.

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს გიორგი ლაფანაშვილი და მიხა პაპუნაშვილი სოფელ ჭილურტში შეხვდნენ სოფლის მცხოვრებლებს და გააცნეს გლეხობას ბოლშევიკების პროგრამა. ხალხმა პარტიის ლოზუნგის ქვეშ დადო ფიცი, რომ რევოლუციისა და საბჭოთა ხელისუფლებისათვის არაფერს დაიშურებდა.