დიმიტრი აზაურიშვილი
მევენახე
1920 წლის 1 მარტის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ნომერში გამოქვეყნდა გ. წინამძღვრიშვილის სტატია, რომელშიც ავტორი საუბრობს ვაზის მოვლა-პატრონობაზე, მათი დახვეწის გზებზე და აუცილებლობაზე, მევენახეებს მოუწოდებს მეღვინეობა-მევენახეობის საფუძვლიანად შესწავლისკენ. ასევე განმარტავს ჟურნალ „ვაზი და ღვინოს “ ფუნქციასა და დანიშნულებას, აღნიშნავს, რომ მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭომ სხვადასხვა რაიონში დანიშნა კორესპონდენტ-თანამშრომლები, რომლებიც შეაგროვებენ ინფორმაციას ჟურნალისთვის.
წყარო: ვაზი და ღვინო, 1920 | 1 მარტიწყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა