მიხეილ კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი (მუხრანსკი)

მოქალაქე

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მიხეილ კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკის თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ელიზავეტპოლის გუბერნიასა და ქაზახის მაზრაში მდებარე 782 დესეტინა და 290 კვადრატული საჟენი სახნავი მიწები, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 18 მაისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა