1918 წელს ქართული ფილარმონიული საზოგადოების წევრები პოლკ. ესტატე მაჩაბლის თავჯდომარეობით შეიკრიბნენ ქართული კლუბის დარბაზში, სადაც ქართული სამუსიკო საზოგადოების ახალი წესდება წარადგინეს. წესდების მიხედვით, ფილარმონიული საზოგადოების მთელი ქონება ახლად დაარსებულ ქართულ სამუსიკო საზოგადოების გამგეობას გადაეცა. მისივე ძალით საზოგადოებამ პროვინციებში სასწავლებლები გახსნა. დადგინდა, რომ მსგავსი სამუსიკო სასწავლებელი ქ. ქუთაისში გახსნილიყო.

წყარო: საქართველო, 1918 | 6 აგვისტო
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივი