რეგისტრირებული ფაქტები93675
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1924
ტიპი: ღონისძიება
ქ. ახალსენაკის მკვიდრ ეკატერინე ჭანტურიას კავშირი ჰქონდა სენაკის მაზრის არალეგალურ მენშევიკურ ორგანიზაციასთან, მუშაობდა მეტსახელით „სესილია”.
1924
ტიპი: ორგანიზაცია
კრებულის „1924. ასი წელი აჯანყებიდან“ მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო პოლიტსამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ქ. ახალსენაკის მკვიდრ ეკატერინე ჭანტურიას კავშირი ჰქონდა სენაკის მაზრის არალეგალურ მენშევიკურ ორგანიზაციასთან.
1926
ტიპი: ნასამართლეობა
1926 წლის მიწურულს 22 წლის ეკატერინე ჭანტურია პოლიტბიურომ კონტრრევოლუციური ბრალდებით დააპატიმრა.
2026
ტიპი: თანამდებობა
კრებულის „1924. ასი წელი აჯანყებიდან“ მიხედვით, ეკატერინე ჭანტურია იყო პედაგოგი.
1959
ტიპი: ნასამართლეობა
საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს 1959 წლის 27 აგვისტოს №789 განჩინებით, ქეთევან ლუკას ასული კვაჭანტირაძე საქმე წარმოებით შეწყდა დანაშაულის არარსებობის გამო.
1949
ტიპი: ნასამართლეობა
1949 წლის 27 აპრილს ქეთევან კვაჭანტირაძე საბჭოთა კავშირის უშიშროების სამინისტროს გასაკუთრებული სათათბიროს დადგენილებით, კრასნოიარსკის მხარეში გადაასახლეს.
1937
ტიპი: ნასამართლეობა
1937 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა სამეულმა ქეთევან კვაჭანტირაძეს 10 წლით მიუსაჯა გადასახლება შრომა-გასწორების ბანაკში.
1937
ტიპი: ნასამართლეობა
გადასახლებიდან დაბრუნებული ქეთევან კვაჭანტირაძე ორ წელიწადში, 1937 წელს, კვლავ დააპატიმრეს, როგორც კონტრრევოლუციონერი.
1935
ტიპი: ნასამართლეობა
1935 წელს ქეთევან კვაჭანტირაძე დაბრუნდა გადასახლებიდან, ორ წელიწადში კი კვლავ დააპატიმრეს, როგორც კონტრრევოლუციონერი.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის 4 მაისს გაერთიანებული სახელმწიფოს პოლიტიკური სამმართველოს განსაკუთრებული სათათბიროს დადგენილებით ქეთევან კვაჭანტირაძეს მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ციმბირში გადასახლებით. სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ კი 6 წლის განმავლობაში აეკრძალა ჩრდილო კავკასიის მხარესა და ამიერკავკასიაში ცხოვრება.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის აგვისტოს აჯანყების ლიკვიდაციის შემდეგ ქეთევან კვაჭანტირაძეს კავშირი ჰქონდა რეგიონების მენშევიკური ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. უზრუნველყოფდა არალალეგალური ლიტერატურისა და წერილების გაგზავნას ადრესატებთან, ასევე საიდუმლო შეხვედრების ორგანიზებას. დაკითხვაზე მან უარყო არალეგალურ ორგანიზაციასთან კავშირი, აღიარა მხოლოდ აგვისტოს აჯანყებაში პასიური მონაწილეობა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის აგვისტოს აჯანყების ლიკვიდაციის შემდეგ ქეთევან კვაჭანტირაძე ემალებოდა ხელისუფლებას. ხელმძღვანელობდა სოფ. ბუკნარის ახალგაზრდულ მენშევიკურ ორგანიზაციას. ცენტრიდან იღებდა დირექტივებს და ასევე არალეგალურ ლიტერატურას. აგროვებდა შესაწირს, რომელსაც ორგანიზაციის წევრებისთვის და სხვა საქველმოქმედო მიზნებისთვის იყენებდა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 3 აგვისტოს „სახალხო გაზეთის“ ცნობით, გაბრიელ იოსების ძე გოკიელი ქუთაისში პაციენტებს ბავშვთა და შინაგანი სნეულებებით დილის 9-დან 12 საათამდე იღებდა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 3 აგვისტოს „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ი. მ. ასპიროვი ვანქის დიდი ქუჩის N3-ში (ალექსანდრეს ბაღის მახლობლად) მდებარე სამკურნალოში ყელ-ყურ-ცხვირის ექიმად მუშაობდა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 3 აგვისტოს „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ი. ჩუდნოვსკი და ფონდოევი ვანქის დიდი ქუჩის N3-ში (ალექსანდრეს ბაღის მახლობლად) მდებარე სამკურნალოში ნერვული ელექტროთერაპიის ექიმებად მუშაობდნენ.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 3 აგვისტოს „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ნ. დ. ხატისოვი ვანქის დიდი ქუჩის N3-ში (ალექსანდრეს ბაღის მახლობლად) მდებარე სამკურნალოში ბებიაქალად მუშაობდა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 3 აგვისტოს „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ბორის ემელიანის ძე მიკირტუმოვი ვანქის დიდი ქუჩის N3-ში (ალექსანდრეს ბაღის მახლობლად) მდებარე სამკურნალოში ექიმად მუშაობდა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 3 აგვისტოს „სახალხო გაზეთის“ ცნობით, მიხეილ ნიკოლოზის ძე ვესელოვზოროვი ვანქის დიდი ქუჩის N3-ში (ალექსანდრეს ბაღის მახლობლად) მდებარე სამკურნალოში ბავშვთა და შინაგან სნეულებათა ექიმად მუშაობდა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 3 აგვისტოს „სახალხო გაზეთის“ ცნობით, დიმიტრი თომას ძე ახვლედიანი ვანქის დიდი ქუჩის N3-ში (ალექსანდრეს ბაღის მახლობლად) მდებარე სამკურნალოში ბავშვთა და შინაგან სნეულებათა ექიმად მუშაობდა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 3 აგვისტოს „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ხუდაბაშევი ვანქის დიდი ქუჩის N3-ში (ალექსანდრეს ბაღის მახლობლად) მდებარე სამკურნალოში ქალთა ექიმად მუშაობდა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 3 აგვისტოს „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ვნუკოვი ვანქის დიდი ქუჩის N3-ში (ალექსანდრეს ბაღის მახლობლად) მდებარე სამკურნალოში ქირურგად მუშაობდა.

