საქართველოს პროსოპოგრაფია

ბაზის შესახებ

პროექტის შესახებ

საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტში 2014 წლიდან იქმნება. საზოგადოების წევრთა შესახებ სხვადასხვა წყაროში (საარქივო დოკუმენტები, საზოგადოების სხდომის ოქმები, პრესა და ა.შ.) დაცული მონაცემები ბაზაში სტრუქტურირებულია ციფრული ჰუმანიტარიის უახლესი სტანდარტების მიხედვით. ბაზის სტრუქტურა დაგეგმილია ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის ციფრული ჰუმანიტარიის სახელოსნოს მკვლევართა ჯგუფის მიერ თამარ კალხიტაშვილის ხელმძღვანელობით. ამ ტიპის მონაცემთა ბაზის შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია სოციალური კლასტერების ანალიზისა და ისტორიული სოციალური ჯგუფების აქამდე უხილავი კავშირების დასანახად.

სამუშაო ჯგუფი

საერთო ხელმძღვანელი

  • ნინო დობორჯგინიძე

კვლევითი ჯგუფი

  • რატი გუმაშვილი
  • თამთა თხელიძე
  • თამარ კალხიტაშვილი

რედაქტორები

  • მაია დამენია
  • რუსუდან დარჩიაშვილი

ვებდეველოპერები

  • ანი ასათიანი
  • თაზო მინდიაშვილი
  • უჩა ღვინიაშვილი

ავტორები

  • ანა გელაშვილი
  • ნათია გელაშვილი
  • ნინო დათაშვილი
  • ნინო ლაკვეხელიანი
  • ხათუნა ომანიშვილი
  • ანდრო საყვარელიძე
  • თამარ სულავა
  • ნუცა ქურდაძე
  • მარიამ ღურწკაია
  • რუსუდან ჩხენკელი

მეთოდოლოგია

პროსოპოგრაფია

ტერმინი „პროსოპოგრაფია” აღნიშნავს ჰუმანიტარული და სოციოლოგიური კვლევის ფართო სპექტრს, რომელიც მიმართულია რომელიმე ისტორიული ჯგუფის სტრუქტურის საკვლევად, მისი წევრების შესახებ შემორჩენილი ცნობების მიხედვით. ზოგიერთი პროსოპოგრაფიული კვლევის მთავარ შედეგს წარმოადგენს კარგად სტრუქტურირებული მონაცემთა ბაზის შექმნა და გამოქვეყნება იმგვარი ფორმატით, რომ შესაძლებელი იყოს მისი სწავლების პროცესში და კონკრეტული კვლევისათვის გამოყენება; სხვა შემთხვევაში კი პროსოპოგრაფიული მონაცემთა ბაზა ანალიზისა და ინტერპრეტაციის მხოლოდ პირველი ეტაპია. კომპიუტერული ტექნოლოგიების დახვეწამ მნიშვნელოვნად გაზარდა პროსოპოგრაფიის პოტენციალი. დღეს უკვე არსებობს მონაცემთა სრულყოფილი, სტრუქტურირებული, ანოტირებული ბაზების შექმნის საშუალება, რაც მკვლევარს არა მხოლოდ მონაცემებისა თუ ფაქტების ზედმიწევნითი სიზუსტით დამახსოვრების აუცილებლობას უხსნის, არამედ ამ ფაქტებისა და მონაცემების ანალიზისათვის სრულიად ახალ გზებს სთავაზობს. ამ ეტაპზე შესაძლებელია დიდი ოდენობის მონაცმების (ე.წ. Big Data) ადმინისტრირება, რამაც განაპირობა ის, რომ დღევანელი პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზების მოცულობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. თუმცა, გარდა უკვე არსებული ტექნიკური შესაძლებლობებისა, ამგვარი ბაზების შექმნისათვის საჭიროა სათანადო კონცეპტუალური მიდგომა ისტორიულ და სოციალურ კვლევებთან; სპეციფიკურ კვლევით შეკითხვებზე საპასუხოდ აუცილებელია აკადემიური კვლევის საკითხის ღრმა გაცნობიერება და სერიული წყაროების საკვლევი პოტენციალის გააზრება.

სერიული წყაროები

ტერმინი „სერიული წყაროები“ გამოიყენება წყაროების ისეთი ტიპის დასახასიათებლად, რომლებიც შესაძლოა აღწერილ იქნას ორი მახასიათებლით: ერთი მხრივ, ისინი გამუდმებით აღირიცხებიან და აქვთ განმეორებადი სტრუქტურა შესაბამისი წყაროს ფარგლებში, მეორე მხრივ, ისინი ქმნიან სერიებს, მაგ.: ხშირად არსებობს მთელი რიგი იმ სახის სერიული წყაროებისა, რომელთაც იმოწმებდნენ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში. ამგვარი ინფორმაციის სისტემატიზაცია რთულია, მათი წარმომავლობა ან ჩანაწერების შინაარსი ძალიან მრავალფეროვანია, იმდენად, რამდენადაც შესაძლოა შეიცავდნენ პირადი და სხვა ინფორმაციის უზარმაზარ ოდენობას (მაგალითად: საეკლესიო და საგადასახადო რეესტრი, სკოლებისა და უნივერსიტეტის ჩარიცხვის სიები, სახელწიფო ადმინისტრაციული პერსონალის ფაილები და ასე შემდეგ) და აქედან გამომდინარე, კვლევისას საჭიროებენ განსაკუთრებულ მიდგომას, იმავე ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის თვალსაზრისით.

ბაზის სტრუქტურა

საქართველოს პირველი რესპუბლიკის პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა შეიქმნა ზოგადი დანიშნულების პროგრამირების ენის (PHP) გამოყენებით. იგი დაგეგმილია ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტში ციფრული ჰუმანიტარიის უახლესი სტანდარტების მიხედვით. ბაზის მართვის სისტემა (Database Management System) მომზადებულია მონაცემთა რელაციური მოდელის მიხედვით, რომელსაც საფუძვლად უდევს სიმრავლური მიმართების მათემატიკური ცნება.

ბაზა სტრუქტურირებულია პირის, როგორც პროსოპოგრაფიული კვლევის მთავარი აქტორის, მასზე მიბმული წყაროსა და ამ წყაროს მიხედვით რეგისტრირებული ფაქტოიდის გარშემო. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ აერთიანებს რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტს, ისეთს როგორიცაა: შინაარსი, მონაწილეები, თარიღი და ადგილი. მონაცემთა ბაზის თითოეული კომპონენტი (წყარო, პირი, ფაქტი,) დაყოფილია ტიპოლოგიის მიხედვით. განვიხილოთ თითოეული მათგანი.

წყაროები

გამოყენებული წყაროები იყოფა საარქივო დოკუმენტად, პერიოდიკად, წიგნად და ელ. რესურსად. წყაროს რეგისტრაციისას ვავსებთ მასთან დაკავშირებულ მონაცემებს, რომელიც ძირითადად ეყრდნობა და იმეორებს მეტამონაცემების უნიფიკაციის Dublin Core სტანდარტს. ველები, რომელიც ჩვენი კვლევის ინტერესს წარმოადგენს შემდეგია:

  • წყაროს სრული სახელწოდება,
  • მისი ტიპი (იხ. ზემოთ),
  • თარიღი,
  • გამოცემის ნომერი,
  • გვერდების რაოდენობა,
  • გვერდი,
  • გამოცემის ადგილი,
  • ენა,
  • გამომცემელი/პასუხისმგებელი ორგანო,
  • დაცულობის ადგილი,
  • შიფრი,
  • კომენტარი,
  • ბმული

ამ მომენტისათვის რეგისტრირებული წყაროების სანახავად გადადით შესაბამის ბმულზე.

პირები

პირის რეგისტრაცია მოვიცავთ არსებული კვლევისათვის საინტერესო ყველა ძირითად ველს. მეტამონაცემების სტრუქტურა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • პირის სახელი,
  • სქესი,
  • სოციალური სტატუსი,
  • საქმიანობა,
  • ანბანური საძიებელი

პირის საქმინაობის/აქტივობის რეგისტრაციასას მკველვარი ახდენს ცალ-ცალკე, რაც შემდგომში საშუალებას გვაძლევს მარტივად მოვახდინოთ ბაზაში ასახული პროფესიების გაფილტვრა. მიმდინარე მომენტისათვის რეგისტრირებული ყველა პირის ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე.

ადგილები

ამ ტიპის ჩანაწერის შექმნისას ვინტერესდებით ისეთი ინფორმაციით, როგორიცაა ადგილის სახელწოდება, მისი აღწერა და მასთან დაკავშირებული შენიშვნა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მას შემდეგ, რაც მკვლევარი მოახდენს საარქივო დოკუმენტში ნახსენები სახელის იდენტიფიცირებას, მას აქვს საშუალება რუკაზე მონიშნოს შესაბამისი კოორდინატები. მიმდინარე ეტაპისათვის რეგისტრირებული გეოგრაფიული ადგილების რაოდენობა საშუალებას გვაძლევს სხვა ეტაპზე გავიტანოთ ბაზაში აღწერილი ფაქტოიდების „ხდომილებების გეოგრაფია“. ადგილების სანახავად იხილეთ ბაზის შესაბამისი გვერდი.

ფაქტოიდები

ფაქტოიდების ტიპების რეგისტრაციისას ვითვალისწინებთ შემდეგ ტიპებს:

  • სახელი,
  • ავტორობა,
  • თანამდებობა,
  • ორგანიზაცია,
  • პირადი ურთიერთობა,
  • განათლება,
  • ღონისძიება,
  • მფლობელობა,
  • პირადი ინფორმაცია,
  • სტატუსი,
  • გარდაცვალება,
  • ნასამართლეობა

ფაქტოიდის რეგისტრაციისას მკვლევარი არეგისტრირებს მის მოკლე, ინტერპრეტაციისაგან დაცლილ შინაარს. ასეთი მიდგომა საშუალებას გვაძლევს გავეცნოთ წყაროში არსებულ ინფორმაციას ორიგინალთან მაქსიმალურად მიახლოებულ რეჟიმში. ფაქტებთან დაკავშირებული სხვა მეტამონაცემები მოიცავს ისეთ ველებს, როგორებიცაა: წყარო, ფაქტის ტიპი, თარიღი, ადგილი, დაკავშირებული პირები. აღსანიშნავია, რომ ერთ ფაქტზე შესაძლებელია მიებას ერთდროულად რამდენიმე პირი და/ან ადგილი. იხილეთ ბაზაში რეგისტრირებული ფაქტოიდები აქ.

ნავიგაცია

ბაზის სამომხმარებლო მხარეს არსებული ფილტრები საშუალებას გვაძლევს ვიპოვოთ ჩვენთვის საინტერესო ჩანაწერი პრაქტიკულად ნებისმიერი შესაძლო პარამეტრით. მონაცემების სორტირება ასევე შესაძლებელია ანბანურად ან ჩანაწერის რეგისტრაციის თარიღის მიხედვით.

ციტირება

პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზაში არსებულ პირებსა და ფაქტოიდებს გააჩნიათ უნიკალური იდენტიფიკატორი. ამ ტიპის გვერდების დამოწმებისას ეს მონაცემები, ბაზაზე წვდომის თარიღთან ერთად, უნდა აისახოს ციტირების სტრუქტურაში. მონაცემთა ბაზის სამომხმარებლო მხარეს, თითოეული წყაროს, პირის, ადგილისისა და ფაქტოიდის სახელწოდების ველის გასწვრივ იხილავთ ჩამოსაშლელ მენიუს, რომელიც საშუალებას იძლევა (მათ შორის) დავაკოპიროთ დამოწმების ავტომატურ რეჟიმში გენერირებული ფორმა.

პირებს, რომლებიც დაინტერესბულნი არიან საქართველოს პირველი რესპუბლიკის პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზაში ასახული ჩანაწერების გამოყენებით, ამ რესურსის ციტირებისას, ვთხოვთ, გამოიყენონ ქვემოთ მოცემული სტანდარტი.

ზოგადი ციტირება

საქართველოს პირველი რესპუბლიკის პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2018), http://prosopography.iliauni.edu.ge. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. წვდომის თარიღი: __/__/____ (მიმდინარე თარიღი)

შემოკლებული ფორმა

საქართველოს პროსოპოგრაფია, http://prosopography.iliauni.edu.ge. ისუ, ლინგვისტურ კვლევათა ინსტ. წ/თ: __/__/____ (მიმდინარე თარიღი)

წყაროების, პირების, ფაქტოიდებისა და ადგილების ციტირება

საქართველოს პირველი რესპუბლიკის პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2018). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 438 (ან ადგილი 438, ან ფატოიდი 438, ან წყარო 438) [http://prosopography.iliauni.edu.ge/persons/article/438]; წვდომის თარიღი: __/__/____ (მიმდინარე თარიღი)

ან შემოკლებით:

საქართველოს პროსოპოგრაფია. ისუ, ლინგვისტურ კვლევათა ინსტ. პირი 438 [http://prosopography.iliauni.edu.ge/persons/article/438]; წ/თ: __/__/_____ (მიმდინარე თარიღი)

სხვა გვერდების ციტირება

სხვა გვერდის ციტირებისას აუცილებელია მიეთითოს მისი სათაური. მაგალითად:

„საქართველოს დამოუკიდებლობის ციფრული დეკლარაცია“. საქართველოს პირველი რესპუბლიკის პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. [http://prosopography.iliauni.edu.ge/visualisation]; წვდომის თარიღი: __/__/____ (მიმდინარე თარიღი)

ქუქი-ფაილები

გაცნობებთ, რომ prosopography.iliauni.edu.ge -ზე ინტეგრირებულია Google Inc.-ის (Google) მიერ უზრუნველყოფილი ვებ ანალიზის სერვისი - Google Analytics, რომელიც იყენებს ქუქი-ფაილებს იმის გასაანალიზებლად, თუ როგორ გამოიყენება ვებსაიტი (ჩვენს სისტემაში თქვენი გამოცდილების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით). თუ განაგრძობთ ამ ვებგვერდის გამოყენებას, ამით თანხმობას განაცხადებთ ქუქი-ფაილების ჩაწერაზე თქვენს მოწყობილობაში.