საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10501

ფაქტი 10501

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, XIX საუკუნის მიწურულს ნიკო ნიკოლაძემ შეიმუშავა გროზნო-ფოთის ნავთობსადენის პროექტი, რომელიც გროზნოს ნავთობს მსოფლიო ბაზარზე გასვლის საშუალებას მისცემდა, ამასთან, საქართველო-ჩეჩნეთის კეთილგანწყობას ეკონომიკურადაც შეადუღაბებდა. სამწუხაროდ, პროექტი რუსეთმა ჩაშალა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10501; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .