საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10735

ფაქტი 10735

1919 წლის 17 ოქტომბერს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს მისწერა, რომ ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის ყოფილი მოსამზადებელი კლასის შტატის მასწავლებელი ილია გრიგოლის ძე ამაღლობელი გიმნაზიასთან არსებული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის სხვადასხვა საგნის მასწავლებლად მიიწვია. ის ამაღლობლის შტატის მასწავლებლად დამტკიცებას ითხოვდა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე ჭიჭინაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10735; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .