საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 1074

ფაქტი 1074

1919 წლის 6 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, გერონტი ქიქოძემ ვაკეში სტადიონის მოწყობასთან დაკავშირებით დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისიაში დაწვრილებითი მოხსენება გააკეთა. სტადიონამდე ტრამვაის ან ვიწრო ლიანდაგიანი რკინიგზის გაყვანა იგეგმებოდა, მთის კალთებზე დაირგვებოდა ხეები. სტადიონი 100X200 კვადრატული საჟენი(სიგრძის საზომი ერთეული ძველ რუსეთში, უდრიდა 152-176სმ.) იქნებოდა. ვინაიდან ქვის ამფითეატრი ძვირი დაჯდებოდა, ამიტომ იგი უბრალოდ მთის კალთების შესაფერისად გადათხრით გაიმართებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 1074; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .