1920 წლის 10 აგვისტოს გაზეთი „ერთობის“ ცნობით, ყირიმში მცხოვრები ქართველთა ცენტრ. ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ვ. ი. ბელისიძე თბილისში დაბრუნდა, რათა მთავრობისთვის 1000-მდე ქართველის მდგომარეობის შესახებ მოეთხრო, რომელთაგან ბევრს სამშობლოში დაბრუნება უნდოდა, მაგრამ ხელს გზის სიძვირე უშლიდა.

წყარო: ერთობა, 1920 | 10 აგვისტო
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა